image

თემა: ლოცვა,  მოყვასთან ურთიერთობა

719. როდესაც მამებთან ან ერისკაცებთან ერთად ტაძართან ახლოს ვზივარ და სამწმინდაოს გავიგონებ, ავდგე და შევახსენო ჩემს გვერდით მსხდომებს თუ არა?
თუ მამებთან ხარ, მაშინ როგორც ისინი მოიქცევიან, შენც ისე მოიქეცი; თუ შენზე უფროს ერისკაცებთან ერთად ზიხარ, და შენ იცი, რომ შეხსენების გამო დაბრკოლდებიან, მაშინ კარგია მათ სინდისს თუ გაუფრთხილდები და ისე მოიქეცი, როგორც ისინი მოიქცევიან. თუმცა, შენ შეგიძლია მჯდომარემ თქვა შენს გულში სამწმინდაო; ხოლო, როდესაც რაღაც ხელს გიშლის, მაშინ ხსოვნასაც შეუძლია მოქმედების შეცვლა. თუ შენთან მსხდომები უმცროსები არიან, მაშინ ადექი და წარმოთქვი სამწინდაო, ასე მათაც წაახალისებ, რომ იგივე გააკეთონ; ეს არ იქნება უადგილო, თუმცა, ისინი დაე, ისე მოიქცნენ, როგორც სურთ.
720. ამ დროს მე თუ მარტო ვარ და ხელში ისეთი რამ მიჭირავს, რაც ხელს მიშლის წამოდგომაში, მაშინ როგორ მოვიქცე?
როდესაც ადგომა არ შეგიძლია, წუხილს ნუ მიეცემი, რადგან შეიძლება ყველაფერი აზრიანად და განსჯით აღსრულდეს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები