image

თემა: ლოცვა

640. რატომ ესაჭიროება მორწმუნე ადამიანს პირადი ლოცვითი კანონების შესრულება?
სული, რომელიც ღვთის გზას დაადგება, სულიერი სიბრმავითაა შეპყრობილი. ამიტომ, ამ სიბრმავის გამო მან არ უწყის რამდენი და როგორ ილოცოს. ღვაწლისათვის ახალბედა სულის შესაწევნელად წმ. ეკლესიამ ლოცვითი კანონები დაგვიდგინა. იგი წმ. მამათა მიერ შედგენილ ლოცვათა ნაკრებს წარმოადგენს. პირადი ლოცვითი კანონის მიზანი – ეს არის გაამდიდროს სული იმ წმინდა, სწორი, ღვთივსათნო სულიერი აზრებითა და გრძნობებით, რომელთაც მოკლებულია იგი. წმ. მამათა მიერ შდგენილი ლოცვებიც სწორედ ამგვარი აზრებითა და გრძნობებითაა სავსე.
image image
 
თემატური კითხვები
30 ივლისს არის ხსენება:
ღირსი ლაზარე გალისიელის ნაწილთა აღმოყვანება (1053) (ძვ. სტ. 17 ივლისს)