ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ლოცვა, მარხვა
841. იმავე ეპისკოპოსმა ჰკითხა: ჩემო მამაო! მე ყოველდღიურად საღამომდე ვცდილობ მარხვის შენახვას, გთხოვ, მითხრა: კარგად ვიქცევი? ან შეიძლება თუ არა ეს? და კიდევ, შეიძლება თუ არა რაიმეს გაკეთება ლოცვის წარმოთქმამდე?
მარხვასთან დაკავშირებით აი რას გეტყვი: ჩაიხედე გულში, პატივმოყვარეობას ხომ არ გაუძარცვავს ის? თუ არაა გაძარცვული, მაშინ მეორედ ჩაიხედე, ეს მარხვა საქმეების აღსრულებაში ხომ არ გაუძლურებს? რამეთუ ასეთი უძლურება არ უნდა არსებობდეს და თუ ამაშიც არ ზიანდები, მაშინ შენი მარხვა სწორია. ლოცვა კი სინათლეა. ყოველმა ქრისტიანმა, სანამ რაიმეს კეთებას დაიწყებს, უნდა ილოცოს და მით უმეტეს ღვთის მღვდელმა. საერთოდ არ ესათნოვო ადამიანებს და ღვთის მადლს მიიღებ. რამეთუ ასეთები (ანუ კაცთმოთნენი) უცხონი არიან ღვთისთვის და ღვთის სული არაა მათში. იქონიე ღვთის სული და ის სწორად გასწავლის ყველაფერს, რამეთუ მის გარეშე ვერაფერს აღასრულებ. საკუთარი თავი შფოთისა და მრისხანებისაგან დაიცავი. თუ შემთხვევის გამო ვიღაცა შენზე აღშფოთდება, მაშინ სიმდაბლით და სიყვარულით, გონივრულად აუხსენი მას სინამდვილე და წმინდანების ლოცვით ღმერთი დაამშვიდებს მას, ამინ.