ავტორი:
წმ. ბასილი დიდი
თემა: მარხვა
765. რას ნიშნავს სულიერი მარხვა?
ხორციელ მარხვასთან ერთად სულიერი მარხვაც არსებობს. ხორციელი მარხვისას ადამიანი მარხულობს საკვებითა და სასმელით. სულიერი მარხვისას თავს უნდა ვიკავებდეთ ბოროტი აზრებისაგან, სიტყვებისა და საქმეებისაგან. ჭეშმარიტი მმარხველი წინააღუდგება მრისხანებას, სიფიცხეს, ბოღმას, შურისძიებას. იგი არ ბილწსიტყვაობს, არ ჭორაობს, უქმად არ მეტყველებს, არ გინიკითხავს, არ ტყუის. ერთი სიტყვით, ჭეშმარიტი მმარხველი არის ის, ვინც ყოველგვარ ბოროტებას განეშორება. ხედავ, ქრისტიანო, როგორია სულიერი მარხვა?