ავტორი:
მამა ვალენტინი მორდასოვი
თემა: ლოცვა, ლოცვისას გონებაგაფანტულობა
როგორ უნდა ვიდგეთ ლოცვაზე?
ლოცვაზე უნდა ვიდგეთ გამართულები. არ უნდა მოვდუნდეთ, ფეხს ხშირად არ ვინაცვლებდეთ, არ მივეყრდნოთ კედელს ან სვეტს; სხეულის ნაწილები ერთგვარად მობილიზებული უნდა გვქონდეს; თავს აქეთ-იქით არ ვაბრუნებდეთ, თვალებს არ ვაცეცებდეთ, გონება არ გაგვეფანტოს და არ ვისაუბროთ; ყურადღებით უნდა ვუსმინოთ ლოცვას, რათა არცერთი სიტყვა არ გამოგვრჩეს. თუ შენ თავს ასე მიაჩვევ სრულყოფის გზას დაადგები.