ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ლოცვა
435. როდესაც მრავალი საჭიროებისთვის ვლოცულობ, უნდა დავასახელო თითოეული ლოცვაში თუ არა?
თუ მრავალი საჭირეობისთვის გსურს ლოცვა, მაშინ, ვინაიდან ღმერთმა იცის რა გჭრიდება, ამიტომ ასე ილოცე: „მეუფეო, უფალო იესო ქრისტე, დამარიგე შენი ნებისამებრ“. ხოლო, თუ ვნებების შესახებ გსურს, მაშინ ასე თქვი: „განმკურნე შენი ნებისამებრ“. და თუ განსაცდელების თაობაზე ილოცებ, მაშინ თქვი: „შენ იცი რა არის ჩემთვის სასარგებლო, შეეწიე ჩემს უძლურებას და შენი ნებისამებრ მიხსენი განსაცდელებისაგან“.