image

თემა: ბოროტი ზრახვები,  სიამაყე,  ზრახვები,  ლოცვა,  იესოს ლოცვა

როგორ ვებრძოლოთ ცოდვიან ზრახვებს?
ყოველგვარი ცოდვიანი ზრახვის საწინააღმდეგოდ ყველაზე ძლიერი იარაღია ლოცვა, განსაკუთრებით - იესოს ლოცვა. თუმცა ბრძოლის სხვა ხერხებიც არსებობს. პატივმოყვარული და თავის თავზე დიდი წარმოდგენის აზრების საწინააღმდეგოდ ვიფიქროთ საკუთარი სხეულის ხრწნადობაზე; სიამაყის საწინააღმდეგოდ გავიხსენოთ, რომ მხოლოდ ერთი - ამპარტავნება ყველა კეთილ საქმეს შთანთქავს; ბოროტი მეხსიერების საწინააღმდეგოდ მტერზე ვილოცოთ; განკითხვის საწინააღმდეგოდ თავს ვუსაყვედუროთ სიამაყე, გავიხსენოთ საკუთარი ცოდვები, ვილოცოთ, რათა უფალმა გამოასწოროს ცოდვაში ჩავარდნილი და შეუნდოს; გმობის საწინააღმდეგოდ - არ მივაქციოთ ყურადღება ამას და ეს ეშმაკებს მივაწეროთ, ვაღიაროთ აღსარებაზე, ვილოცოთ მათ წინაშე, ვის წინააღმდეგაც არის მიმართული გმობა. ამაო აზრების საწინაღმდეგოდ წავიკითხოთ წმინდა წერილი, ვიფიქროთ ღმეთსა და ყველფერ ღვთიურზე; მრუშული აზრების საწინააღმდეგოდ გავიხსენოთ საშინელი სამსჯავრო, მუდმივი სატანჯველი.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები