ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
თემა: სიამაყე, სიმდაბლე, ხიბლი
687. რა მიზეზების გამო ვარდება ადამიანი ხიბლში?
ადამიანი ხიბლში ორი მიზეზით ვარდება – გამოუცდელობის ან სიამაყის გამო. თუკი ხიბლის მდგომარეობა გამოუცდელობითაა გამოწვეული, უფალი მალე განკურნავს ასეთ ადამიანს. სიამაყის მიზეზით წარმოშობილი ხიბლის შემთხვევაში კი დიდხანს დაიტანჯება სული, ვიდრემდის არ ისწავლის სიმდაბლეს და აი, მაშინ განკურნავს მას უფალი.