image

თემა: საკუთარ თავზე მინდობა,  ხიბლი

წმიდაო მამაო, როდესაც გავბრაზდები ხოლმე, ნიაღვარს ვემსგავსები, თავის შეკავება არ შემძლია.
და რად შეგიძლია, რომ თავი შეიკავო?
იმიტომ, რომ საკუთარი აზრისა მჯერა.
მაშ, თუ ასეა, საკუთარი "მრწამსი" გქონია, შენი საკუთარი საკუთარი "სარწმუნოების სიმბოლო"! ეს ეგოიზმის ამბავია. თავს ნუ იმართლებ, სულელური აზრი თვითონვე მოიშორე, ნუ მიიღებ მას.
როგორ უნდა შევძლო იმის მიხვედრა, რომ აზრი "სულელურია"?
რაო, განა ესეც არ გესმის?! მაშინ დედა-იღუმენიას გაანდე ის და ერთი ამოსუნთქვით მოიშორე ზრახვა, რასაც გეტყვის იღუმენია, ყველაფერში მას მოუსმინე. თუ სულიერი ადამიანი საკუთარ აზრებს ენდობა, ეს ხიბლის დასაწყისია. მისი გონება ამპარტავნებით ბნელდება, სწორედ ამიტომაა შესაძლებელი, რომ ხიბლში ჩავარდეს. მაშინ უმჯობესი ხდება, რომ მის გონებას ევნოს რაიმე, იმიტომ, რომ ასეთ დროს დანაშაულის შემამსუბუქებელი მიზეზი ექნება.
წმიდაო მამაო, განა სხვებს არ შეუძლიათ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დახმარება?
იმისათვის, რომ ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს დახმარებამ სარგებლობა მოუტანოს, თვითონაც უნდა ეხმარებოდეს საკუთარ თავს, უნდა მიხვდეს, რომ დაჯერება საკუთარი აზრისა, რომელიც ჩააგონებს, თითქოს თვითონ ყველაზე უკეთესია, ყველაზე წმიდაა და სხვა - ამის მსგავს რამეს, - მხოლოდ ხიბლის ნიშანია. ასეთ აზრს, თუკი ადამიანი თავისი ნებით იწყნარებს მას, სიმდაბლეა საჭირო. ზოგჯერ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები მთხოვენ, რომ მათთვის ვილოცო. მაგრამ ასეთ კაცს ჩემი ლოცვა რაში დაეხმარება! თუკი ის დაიტოვებს ბიკფორდის ზონარს, რომელიც მასში ეშმაკმა ჩააბა, მაშინ კვლავ ჰაერში აფრინდება. ეს იგივეა, რომ ადამიანი დენთის კასრზე იჯდეს, ხელში ფითილი ეჭიროს, მის ანთებას ცდილობდეს და ამასთან, შენ გეხვეწებოდეს, რომ აფეთქებას გადაარჩინო.
წმიდაო მამაო, მე უბრალოდ არანორმალური გავხდი...
ასეთი რამ ვინ გითხრა? განა ეს შენი საკუთარი აზრია?! ნუ გეშინია, წმიდა მთიდან მე გადევნებ თვალყურს. მახსოვხარ. შენ არანორმალურდ არ გადაქცეულხარ... მაგრამ, თუ საკუთარი აზრების ყურისგდებას დაიწყებ, ისინი ნამდვილად გადაგიყვანენ ჭკუიდან. ნუ დაუჯერებ საკუთარ აზრებს ნურც მაშინ, როდესაც ისინი გეუბნებიან, რომ იღუპები და ნურც მაშინ, როდესაც წმიდანობამდე აგამაღლებენ.
image
 
თემატური კითხვები