რა არის ხიბლი? - მამა ვალენტინი მორდასოვი
რა არის ხიბლი? - მამა ვალენტინი მორდასოვი
მეორე სახეა: როდესაც ადამიანი წარმოიდგენს, რომ ის განსაკუთრებული სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, რომ ის არაჩვეულებრივი მემარხულეა, შორსმჭვრეტელია, სასწაულთმოქმედია, რომ მას შუძლია იტვირთოს დიდი ღვაწლი, რომ ის მოწოდებულია ასწავლოს და უხელმძღვანელოს ადამიანებს. ხიბლის ამ სახეს ვუწოდებთ წარმოდგენას, იმიტომ, რომ ადამიანს თავზე ასეთი წარმოდგენა აქვს. თუმცა ხიბლის ყველა სახე დამღუპველია სულისათვის. იგი ეფუძნება ადამიანის სულიერ სიამაყეს, ესე იგი იმ ცოდვას, რომლითაც დაეცა პირველი ანგელოზი. აი, რატომ არის, რომ სატანა აგრე ცდილობს გაახვიოს სულიერ სიამაყეში უფლის ყველა მონა და მხევალი.
დიახ, სულიერი ცხოვრების მსურველი ძალიან უნდა უფრთხოდეს ხიბლს. უნდა გვახსოვდეს, რომ ხიბლი ხშირად იწყება სრულიად შეუმჩნევლად - ღმერთმა დაგვიფაროს და, თუ წარმოვიდგენთ, მაგალითად, რომ რაღაცით გამოვირჩევით სხვებისგან, რომ ჩვენი ღვაწლი აოცებს ადამიანებს, რომ ხალხზე ზეგავლენა გვაქვს და ა. შ.
ხიბლი რომ თავიდან ავიცილოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ სინანული და თავმდაბლობა ღვთის სიშთან ერთად არის ჯანსაღი სულიერი განწყობის საფუძველი, მხოლოდ სულიერ მოძღვართან კონტაქტი (სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებით) გვიხსნის.
|
|