image

თემა: იესოს ლოცვა,  ხიბლი

796. მავანნი ამბობენ, იესოს ლოცვისაგან ყოველთვის, ანდა თითქმის ყოველთვის ხიბლი იშვებაო და კრძალავენ მას. რას გვასწავლიან ამ აზრთანდ დაკავშირებით წმ. მამები?
ამ აზრსა და ამ აკრძალვაში საშინელი ღმრთისგმობა და სავალალო ხიბლია ჩადებული. ჩვენი ცხონების ერთადერთი წყარო და გზაა უფალი იესო ქრისტე, მისმა კაცობრივმა სახელმა მისივე ღმრთაებრივი ბუნებისაგან შეითვისა განუსაზღვრელი, ყოვლადწმიდა ძალა ჩვენი ცხონებისა. და განა შესაძლებელია, რომ ეს ძალა, ჩვენს საცხოვნებლად მოვლენილი, ჩვენსავე დასაღუპად გვექცეს? ეს ხომ უაზრობაა! ეს გახლავთ გულსატკენი, ღმრთისმგმობი, სულის წარმწყმედელი შეცდომა, ხოლო ვინც ეს აზრი შეითვისა, ის მართლაც ხიბლშია ჩავარდნილი და სატანისგანაა ცდუნებული. იესოს ლოცვის ამკრძალველებს შეგვიძლია მივუგოთ პეტრე და იოანე მოციქულთა სიტყვებით, როდესაც მათ სინედრიონის ასეთივე აკრძალვაზე უპასუხეს: „უკუეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა თქუენი სმენა უფროს, ანუ ღმრთისა, საჯეთ“. (საქ. 4, 19).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები