იესოს ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
მუდმივი სინანული, განუწყვეტლივ ღვთის მოწყალების მოხმობა – ამას ნიშნავს იესოს ლოცვა.
როცა სულში მშვიდობა გაქვს, უდებებას ნუ მიეცემი, არამედ ილოცე, საბრძოლველად მოემზადე. თავი გაიმხნევე. განსაცდელების ნუ გეშინია. ცვლილებებს ყველა განიცდის, მაგრამ ბრძოლაში მოთმინება და გულმოდგინებაა საჭირო. მართალი დღეში ათასჯერაც რ... იხილეთ სრულად
როგორც ამომავალი მზე აღვიძებს, ანათებს, სიცოცხლეს ანიჭებს ქმნილებას, ასევე ადამიანის გონებასა და გულში ლოცვით აღმობრწყინებული სიმართლის მზე, ქრისტე, აღვიძებს მას, რომ დაუღამებელი დღის ნათელი საქმეები აღასრულოს.
ლოცვა სუნთქვაა. როცა ადამიანი სუნთქავს, ის ცოცხლობს, ზრუნავს თავის სიცოცხლეზე.