ავტორი:
ილია II
გამუდმებით ილოცეთ - „უფალო, შეგვიწყალენ“
გამუდმებით ილოცეთ - „უფალო, შეგვიწყალენ“
მოციქული გვარიგებს, - ილოცეთ მუდამ (1 თეს. 5, 17), რაც ადვილი არ არის, მაგრამ არსებობს მარტივი ლოცვა, რომელიც დიდად შეეწევა ადამიანს, თუკი რწმენით აღასრულებს მას.
ეს არის „უფალო, შეგვიწყალენ.“
თქვენი ყოველდღიური ლოცვების გარდა, იმეორეთ იგი გულში ყველგან და ყოველთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ.
ეს ორი სიტყვა ღრმა აზრის შემცველია; მისი საშუალებით ჩვენ ვაღიარებთ, რომ ღმერთს ვართ მინდობილნი და მას შევთხოვთ მფარველობას, რომ ცოდვილნი ვართ, მაგრამ იმედი გვაქვს მისი მოწყალებისა, ვაღიარებთ იმასაც, რომ მის გარეშე ვერც სულიერ სიბრძნეს შევიძენთ და ვერც ბოროტს დავამარცხებთ.
ასე რომ, გამუდმებით ილოცეთ - „უფალო, შეგვიწყალენ“