წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
ლოცვა, იესოს ლოცვა, ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები, აღსარება, ზიარება, საკუთარი თავის იძულება
მათ აღარ შეუძლიათ ლოცვის გარეშე ცხოვრება!
მათ აღარ შეუძლიათ ლოცვის გარეშე ცხოვრება!
ვიცნობ ათასობით ადამიანს მთელ მსოფლიოში, რომლებიც ლოცვისთვის აიძულებენ თავს და გასაოცარ შედეგებს აღწევენ. ლოცვა მათ სულიერ ღვაწლში განამტკიცებს, შინაგანად განანათლებს და ისინი სიღრმისეულ, გულწრფელ აღსარებას ამბობენ. იესოს ლოცვის წინააღმდეგ აღძრული გულისსიტყვებითა და განსაცდელებით შეჭირვებული ეს ადამიანები მონდომებით მიისწრაფვიან უხრწნელი საიდუმლოებებისკენ, ისევ განაახლებენ გულისსიტყვებთან და ვნებებთან ბრძოლას და კვლავ წმინდა საიდუმლოს ეზიარებიან. მათ უკვე აღარ შეუძლიათ ლოცვის გარეშე ცხოვრება.