image

თემა: სიმდაბლე

266. როგორ ხდება ის, რომ რამდენადაც მიუახლოვდება კაცი ღმერთს, იმდენად უფრო ცოდვილად მიიჩნევს საკუთარ თავს?
მახსოვს, ერთხელ სიმდაბლის შესახებ ვსაუბრობდით და იქვე იყო ქალაქ ღაზის ხელმწიფეც. როცა მან ჩემი სიტყვები მოისმინა – რამდენადაც მიუახლვოდება კაცი ღმერთს, იმდენად უფრო ცოდვილად მიიჩნევსო თავს, – ვერ გაიგო მათი მნიშველობა და გვთხოვა განგვემარტა იგი. მე ვკითხე: "როგორ გრძნობ თავს შენს ქალაქში"? მან მიპაასუხა: "მიმაჩნია, რომ პირველი ვარ და თავი იმ ქალაქისა". მე ვკითხე: "კესარიაში ჩასული კი როგორ მიიჩნევ შენს თავს?" მომიგო: "მიმაჩნია, რომ იმ ქალაქის მთვავარზე დაბლა ვდგავარ". ვკითხე: "ანტიოქიაში ჩასულს როგორ მიგაჩნია თავი?" მიპასუხა: "როგორც ერთი ღატაკთაგანი". მე კვლავ დავუსვი შეკითხვა: "და კონსტანტინეპოლს რომ მიაშურებ, იქ როგრორღა გრძნობ თავს, მეფის მახლობლად?" მან კი მომიგო: "ჩემი თავი ისევე მიმაჩნია, როგორც ერთი დავრდომილთაგანი". მაშინ ვუთხარი: "ასევე არიან წმინდანებიც, რამდენადაც უახლოვდებიან ისინი ღმერთს, იმდენად უფრო ცოდვილად თვლიან საკუთარ თავს".
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები