ღვთის შიში შეიძინება სიკვდილისა და სატანჯველთა გახსენებით. ერთ ბერს ჰკითხეს: როგორ შევიძინო ღვთის შიში? ბერმა მიუგო: "წადი და დაუახლოვდი ღვთისმოშიშ კაცს და იგი გასწავლის ღვთისმოშიშებას".
ღვთის შიში შეიძინება სიკვდილისა და სატანჯველთა გახსენებით. ერთ ბერს ჰკითხეს: როგორ შევიძინო ღვთის შიში? ბერმა მიუგო: „წადი და დაუახლოვდი ღვთისმოშიშ კაცს და იგი გასწავლის ღვთისმოშიშებას“.
როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა, ჩადო მასში წმინდა, მხურვალე, განათლებული და ნაკვერჩხლის მსგავსი გულისთქმა, რომელიც გონებას განანათლებს და ბოროტს კეთილისაგან განარჩევს. ადამიანებმა ცოდვათა ჩადენით დათრგუნეს იგი. როცა გვამხელს სინდისი და გვეტყვის – ეს გააკეთე, მაგრამ არ მოვუსმენთ, და ისევ გვეტყვის და უგულებელსვყოფთ მის რჩევას, დავთრგუნავთ მას და ვეღარ შეძლებს ჩვენს მხილებას. არ არის ადამიანი, ვისშიც არ იყოს სინდისი; წმინდაა იგი და ყოველთვის სიკეთეს გვასწავლის, მაგრამ ჩვენ ჩვენი უგრძნობელობის გამო არ გვესმის მისი და ვახშობთ მას.
სათნოებაა, როცა ადამიანი იქმს მოწყალებას არა რაიმე ადამიანური გულისთქმით, არამედ სიკეთისა და ლმობიერებისთვის. როცა ისე გასცემს მოწყალებას, თითქოს თავად იღებდეს
თუ ადამიანი არ გამოიცადა, არასოდეს არ ეცდება თავისი სულის განწმენდას. ჭირი და მწუხარება მოიყვანს ჩვენზე ღვთის წყალობას, როგორც ქარი წვიმას... ჭირნი და განსაცდელები განაძლიერებენ და ღმერთს შეამტკიცებენ სულს, როგორც დაწერილია "უფალო, ჭირსა მოგიხსენონ შენ" (ეს. 33,2).
ამპარტავნება ორგვარია: პირველი სახე ამპარტავნებისა არის, როცა კაცი შეურაცხყოფს მოყვასს და თავს მასზე მაღლა დააყენებს. ასეთი თუ მალე არ მოეგო გონს, თანდათან მეორე სახის ამპარტავნება შეიპყრობს და თვით ღმერთზეც იამპარტავნებს. და იტყვის, რომ თავისი ძალები აღასრულებს სათნოებებს და არა ღვთის შეწევნით.
ადამიანმა კადნიერება შეიძლება გამოხატოს სიტყვით, ხელის შეხებით, შეხედვით. ის აგდებს ადამიანს ცუდად მეტყველების ცოდვაში. უწესო სიცილი მისი შედეგია. კადნიერს თავისუფლად შეუძლია შეეხოს ადამიანს, გამოსტაცოს ხელიდან რაიმე. ვინმესთვის ურცხვად შეხედვა კადნიერის წესია. ეს ყოველივე იმიტომ ემართება, რომ არ გააჩნია ღვთის შიში. აქედან იწყებს ადამიანი მცნებების უგულებელყოფასა და კრძალვის განძევებას