თემა: სიკვდილის ხსოვნა 17. ხოლო კიდევ სხვა სახე ისაა, რომ სულში სიკვდილის განუწყვეტელი ხსოვნა გვქონდეს. link
თემა: სიკვდილის ხსოვნა თუ გინდა გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება; თუ გინდა სწორად იცხოვრო, გახსოვდეს სიკვდილი. link
თემა: სიკვდილის ხსოვნა როგორც პური ნებისმიერ სხვა საკვებზე აუცილებელია, ასევე სიკვდილის ხსენება ნებისმიერი ღვაწლის აღსრულებისასაა საჭირო. link
თემა: სიკვდილის ხსოვნა სიკვდილის ცოცხალი ხსენება ნაყროვანებას აღუდგება წინ; ხოლო როდესაც ამას სიმდაბლით აღვასრულებთ, ბევრ სხვა ვნებებსაც მოვიკვეთთ. link
თემა: სიკვდილის ხსოვნა ჭეშმარიტად კეთილ გამოცდილებას ფლობს იგი, ვინც ყოველდღიურად ელის სიკვდილს, მაგრამ ჭეშმარიტად ნეტარია იგი, ვინც ყოველ წუთს ნატრობს მას. link
თემა: სიკვდილის ხსოვნა ჭეშმარიტად სოცარია, რომ რაღაც ამდაგვარი წარმართებმაც თქვეს. რადგან ისინიც თვლიდნენ, რომ სიბრძნისმოყვარება სიკვდილზე ფიქრში მდგომარეობს. link
თემა: სიკვდილის ხსოვნა როგორც მამები ამოწმებენ, სრულყოფილი სიყვარული არასოდეს დაეცემა, ასევე მე ვამტკიცებ, რომ სიკვდილის სრულყოფილი გრძნობა შიშისაგან თავისუფალია link
თემა: სიკვდილის ხსოვნა ყოველი სიტყვის ამოთქმას განსჯა უძღვის წინ. ტირილსა და გლოვას სიკვდილისა და ცოდვის ხსოვნა მიუძღვება. ამიტომ, წესით, სწორედ მათზე უნდა ვილაპარაკოთ. link
თემა: სიკვდილის ხსოვნა როგორც ერთმა თქვა, სრულიად შეუძლებელი საქმეა, რომ კაცმა თუნდაც ერთი დღე განვლოს ღვთისნიერად, თუ იგი არ ფიქრობს, რომ ეს მისი ცხოვრების უკანასკნელი დღეა. link