image

თემა: კამათი,  სიმდაბლე

537. თუკი რომელიმე მამათაგანი, ვისთან ერთადაც გზაზე მივდივარ, ჩემი ბარგის ტარებას მოისურვებს და არ მომეშვება, რასაც მე ვერ დავუშვებ, რამეთუ ვინც ამას დაინახავს, დაბრკოლდება, რადგანაც ჩემი თანამგზავრი ჩემზე უფროსია, მაშინ როგორ მოვიქცე?
სიმდაბლით მოუხარე ქედი, რომ მან შენი ტვირთის ტარების ნება დაგრთოს. თუ არ მოგისმენს, მაშინ კიდევ ერთხელ მოუხარე ქედი, და უთხარი: „შემინდე, ღვთის გულისათვის, ჩვენ ერთად ვერ ვივლით, იმიტომ რომ ვინც ჩვენ დაგვინახავს, დაბრკოლდება“; თუ შენი ქედმოხრის შემდეგაც თავისას გაიძულებს, მაშინ არ მოუსმინო მას, რამეთუ ეს ეშმაკის საქმეა.
538. სასარგებლო ხომ არ იქნება თუ დავას შევწყვეტ და ჩემ ბარგს მას გადავცემ, თუნდაც ამან მაყურებლები დააბრკოლოს? რადგან მეჩვენება რომ კამათი აქ დაბრკოლებაზე უარესია და ორი ბოროტებიდან მცირედი უნდა ავირჩიოთ.
კამათი თუ ქედმოხრის შემდეგაც გაგრძელდა, ეს ნიშნავს, რომ ის ეშმაკისგანაა. ამიტომ კამათს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რამეთუ როგორც მამები ამბობენ, ზედმეტობა დემონებისგანაა.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები