image

თემა: თავისუფალი ნება,  მდუმარება,  საკუთარი თავის უარყოფა,  ღმერთზე მინდობა

539. ძმამ დიდ ბერს ჰკითხა: სასარგებლო იქნებოდა მისთვის მდუმარება თუ არა?
თუ ღვთის გზაზე სვლა გსურს, პატივს ნუ ეძებ. რა არის ღვთის გზა, თუ არა მხოლოდ ის, რომ ადამიანმა ყველაფერში საკუთარი ნება მოიკვეთოს და საკუთარი თავი უკანასკნელად და ყველაზე უმცირესად მიიჩნიოს. ასეთი ადამიანი ამ გზით სიარულს შეძლებს, რადგანაც იცის, რომ ვინც საკუთარ ნებას არ უარყოფს და სასოებას უფალზე არ დაამყარებს, ამას ვერ გააკეთებს. ამ ადამიანზე სახარების სიტყვა აღსრულდება: „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით, და ჰპოოთ“ (მათე 7, 7). ამაში მდგომარეობს ცხოვრება და ცხონება. მოისურვე მისი მოპოვება, რამეთუ ამის გარდა სხვა გზა არ არსებობს. ძმაო! ნუ გაალანძღვინებ თავს ეშმაკს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები