ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: კამათი, ღმერთზე მინდობა
692. კალია ყანებს მინადგურებს და თუ გავდევნი, მეზობლებთან დავა მომიწევს, ხოლო თუ დავტოვებ, დავზარალდები. როგორ მოვიქცე?
წმინდა წყალი აიღე და ყანას ასხურე. თუ მათი განდევნა ან დაფლვა მშვიდობიანად და დავის გარეშე შესაძლებელია, მაშინ ეს ცოდვა არაა. ხოლო თუ ამას კამათი მოჰყვება, მაშინ შენი სულის სარგებლისათვის საქმე ღმერთს მიანდე და რაც მოხდება, ის ღვთის ნება იქნება.