image

თემა: ეშმაკი,  ცოდვა

691. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს, იოანეს ჰკითხა: აზრი შიშს ჩამაგონებს და მეუბნება: "შენ რომც არ გსურდეს, ეშმაკი ცოდვას მაინც ჩაგადენინებს, რამეთუ შენ მისი მორჩილი გახდი". ძალიან ვწუხვარ ამის გამო.
ნუ ფიქრობ, რომ ეშმაკს ვინმეზე ხელმწიფება აქვს. ცოდვის მიზეზი ჩვენსავე თავისუფალ ნებაში დევს და ცოდვას ეშმაკი თავის ძალაუფლებით ვერ გვაიძულებს; ადამიანს არც ცხონებას აიძულებენ და არც ცოდვას. ხელმწიფებით აცდუნა ეშმაკმა ევა, თუ რჩევით? არსად ჩანს მისი ხელმწიფება, სხვაგვარდ ვერავინ გადაურჩეობოდა მას, ხელმწიფება რომ ჰქონოდა. მაგრამ ჩვენ იმ თავისუფალ ადამიანს ვგავართ, რომელიც თავისი ნებით ჩაბარდა სხვას მონობაში და დრო და დრო გონს ეგება და ნანობს. ამიტომ, თუ ის სხვას უფრო ძლიერს არ მიმართავს, მაშინ ვერ იხსნის საკუთარ თავს, ხოლო თუ მიმართავს, მაშინ მისი მოჩვენებითი ბატონი, რომელმაც იცის, რომ ის მისი ნამდვილი მონა არაა, უძლიერესის გამო ვერაფერს უბედავს მას. ამიტომ ცხადია, ეშმაკს არა აქვს ადამიანზე ხელმწიფება. შენც უთხარი შენს აზრს: "მე ნამდვილად მოვალე ვარ, მაგრამ საშველად ჩემზე უძლიერესს მივმართე, რომელმაც მომიწოდა მე და თქვა: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ" (მათე 11, 28), ამიტომ ყოველთვის უნდა ვიფხიზლო, რომ კვლავ მტრის ხელში არ აღმოვჩნდე". ხოლო, როდესაც აზრი გეტყვის: "რადგან მტერი ვერ გაიძულებს ცოდვის ჩადენას, ე.ი. შენ უცოდველი ხარ" და მტრის ეს აზრი დაგამძიმებს, უთხარი მას: "თუ შენ იმას ჩამაგონებ, რომ მე უკვე აღარ ვცოდავ, მაშინ არ დაგიჯერებ, სანამ ზეციურ ქალაქს არ მივაღწევ; ვინაიდან ვინმემ მთელი გზაც რომ გაიაროს, თუ გზის ერთ მონაკვეთს მიატოვებს და გაჩერდება, მაშინ ის ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ქალაქგარეთ იმყოფება". ღმერთს წინ ჩვენი უძლურება დავუგოთ და ის მისი ყველა წმინდანის ლოცვით მტრის მახეებს გააუქმებს, ამინ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები