ავტორი:
წმ. ისააკ ასური
თემა: ცოდვა
953. რომელია უფრო აღმატებული ადამიანი, რომელსაც გააჩნია საკუთარ ცოდვათა განცდა, თუ ის, ვინც ლოცვით მკვდრებს აღადგენს?
იგი, ვისაც გააჩნია საკუთარ ცოდვათა განცდა, აღემატება ადამიანს, თავისი ლოცვით მკვდრებს რომ აღადგენს. ის, ვინც ღირსი შეიქმნება საკუთარ ცოდვათა დანახვისა, აღემატება იმ ადამიანს, ანგელოზებს რომ ხედავს: რადგანაც მეორეს გაეხსნა გრძნობისმიერი ხედვა, ხოლო პირველს აეხილა სულიერი თვალები.