წმ. ისააკ ასური - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ისააკ ასური - ციტატები, გამონათქვამები წმ. ისააკ ასური | გამონათქვამები, ციტატები
სიკვდილის შიში იმ კაცს დაამწუხრებს, რომელსაც სინდისი ამხელს, ხოლო ვისაც კეთილი მოწმობა აქვს, მას ამდენადვე სურს სიკვდილი, რამდენადაც – სიცოცხლე.
რამდენადაც ადამიანი ამსოფლიურ ნუგეშს მოიკლებს, იმდენად მეტ ღვთიურ სიხარულს მიიღებს სულიწმიდის მადლით.
უფრთხილდი მწვალებლური სწავლებების კითხვას, რამეთუ ყველაზე მეტად ეს ამხედრებს გმობის სულს შენს წინააღმდეგ.
თევზები წყლის უკმარისობისგან კვდებიან; ასევე კვდებიან მოსაგრის გულში ღვთისგან დაბადებული სულიერი მოძრაობები, როდესაც მოსაგრე ხშირად ცხოვრობს ერში და ერისკაცებთან აქვს ურთიერთობა