
შვილო, თავშეკავება, მარხვა, ღამისთევა, ამქვეყნიურის უარყოფა – ის საშუალებაა, რომლითაც გულის სიწმინდეს მივაღწევთ, ხოლო გულის სიწმინდის დამახასიათებელი თვისებებიდან უმთავრესი სიყვარულია.
შვილო, თავშეკავება, მარხვა, ღამისთევა, ამქვეყნიურის უარყოფა – ის საშუალებაა, რომლითაც გულის სიწმინდეს მივაღწევთ, ხოლო გულის სიწმინდის დამახასიათებელი თვისებებიდან უმთავრესი სიყვარულია.
რა არის თავის თავში ჩაღრმავება?
799. მონაზონთაგან ერთმა ეპისკოპოსმა, რომელსაც ამ ბერების დიდი რწმენა ჰქონდა, დიდ ბერს შეკითხვა გაუგზავნა: მივატოვო თუ არა ეს სოფელი და დავუბრუნდე განმარტოებულ ცხოვრებას? ამასთანავე, მან ლოცვა-კურთხევა და დახმარება ითხოვა იხილეთ სრულად
ერთხელ წმიდა არსენთან დიდმოხელე მივიდა და მისი ნათესავის, ახლადგარდაცვლილი სენატორის ანდერძი მიუტანა, რომლითაც ის არსენს უზარმაზარ ქონებას უტოვებდა. წმიდა ბერმა ანდერძი გამოართვა და უნდოდა, იქვე დაეხია, მაგრამ მოხელე ფეხებში ჩაუვა... იხილეთ სრულად
577. ვიცი, აზრების შესახებ შენს სიწმინდეს შეკითხვები რომ დავუსვა, ეს ჩემს შესაძლებლობებს აღემატება; მაგრამ რადგან მოვისმინე, ღვთაებრივი ხმა: „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიან“ (ლუკა 5, 31), და ვხედავ რა, რომ ბოროტი საქმეებით და ფიქრებით დამძიმებული ვარ, საკუთარ თავს შენი წყალობის მორევში ვაგდებ, მის იმედად, ვინც თქვა: „ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს!“ (ეზეკ. 33, 11), რათა შენი მეშვეობით მისგან მოვისმინო: „შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ (მათე 9, 2). სანამ რაიმეს გკითხავთ, ვიცი და მრწამს, რომ ღმერთმა სულიწმინდით მოგანიჭათ მადლი, იმისა, იცოდეთ თუ რა მსურს, ან როგორი აზრების შესახებ უნდა გკითხოთ; მაგრამ, რადგან ვუსმენ წინასწარმეტყველის ნათქვამს: „გამახსენე, განვიკითხოთ ერთმანეთი; მოჰყევი, რომ თავი გაიმართლო“ (ის. 43, 26), ამიტომ მეც წერილობით გიხსნით და გთხოვთ, არ უგულებელმყოთ მე უბადრუკი, არამედ მიიღეთ ჩემისთანა ცოდვილისაგან ეს ვედრება. ღმერთმა თავის სიკეთით თქვენ სიკვდილის წყვდიადისა და აჩრდილისაგან გამოყვანისა და ჭეშმარიტი ნათლისაკენ დამოძღვრის ხელმწიფება მოგანიჭათ. მიბრძანეთ, როგორ მოვიქცე? ყველაფერი, ყოველგვარი ზრუნვის გარეშე მივატოვო, თუ ჯერ საქმეები მოვაგვარო და შემდეგ წავიდე, რომ შემდგომში, ოდესღაც საზრუნავები არ შემხვდეს, რომლებიც წუხილს და შფოთიან აზრებს აღმიძრავენ და სულიერ და კეთილ ნაყოფებს მოაშთობენ. თუ თქვენ საკუთრების წინასწარ განაწილებას განმისაზღვრავთ, მაშინ, თუ შეიძლება, მომწერეთ, უნდა ვიზრუნო თუ არა ჩემი მცირედი სავარგულების გაყიდვაზე; და გამოითხოვეთ ღვთისაგან ჩემთვის დახმარება. იმიტომ კი არ გეკითხებით, რომ ჩემი ძალებით თქვენი მცნების შესრულებას შევძლებ, არამედ იმიტომ, რომ თქვენი ლოცვების იმედი მაქვს და კიდევ იმისა, რომ თქვენ არა მარტო მიბრძანებთ, არამედ დამეხმარებით კიდეც. მრწამს, თუ თქვენ ღმერთს ჩემთვის შეევედრებით, რათა იგი კეთილ და სასარგებლო საქმეში შემეწიოს და მის აღსასრულებლად ძალა მომცეს, მაშინ ის არ უგულებელყოფს თქვენს თხოვნას; მხოლოდ ამის გამო ვკადნიერდები მე უძლური იხილეთ სრულად
576. ერთ ქრისტესმოყვარე ძმას (სავარაუდოდ აბბა ემელიანეს, რომელიც შემდგომში მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს), წმიდა ბერების: აბბა ბარსანუფის და აბბა იოანეს მიმართ დიდი რწმენა ჰქონდა და მათგან დარიგების მიღება უნდოდა; მან აბბა იოანეს ცხოვრებისეულ საკითხებზე კითხვა გაუგზავნა და უთხრა:
ჩემო მამაო! მონაზვნური ცხოვრების დასაწყებად ღვთის გულმოწყალებას ვევედრები, და ეჭვი მეპარება, ახლავე უნდა მივატოვო ყველაფერი, თუ ჯერ საქმეები მოვაგვარო და მერე წავიდე აქედან, რათა მომავალში ყველანაირი ზრუნვა - განსაკუთრებით ბებიაზე, ბავშვებზე და მიწების გაყიდვაზე - თავიდან ავირიდო. აზრი ჩამაგონებს, რომ ბებია ნათესავების მახლობლად დავასახლო და მათ მინდვრების რაღაც ნაწილი მივცე, რომელიც მასაც და ახლობელთა სახლეულობასაც გამოკვებავს; ამის შემდეგ კი დანარჩენი მინდვრების გაყიდვაზე ვიზრუნო. მითხარი რომელი ავირჩიო და როგორ მოვიქცე, რამეთუ ყველაფერს, რაც სასარგებლოა, ღმერთი თქვენ გიცხადებთ
იხილეთ სრულად
491. აზრები ოცნებებში ამ სოფელს წარმომიდგენენ და ერში დაბრუენებას მთხოვენ. გამოიჩინე წყალობა, დაე, თქვენმა ლოცვებმა დამიფარონ, რადგან, თუმცა კი იგივე ცოდვებში ვრჩები, მაგრამ ღმერთს ვევედრე, რათა მან თქვენი მფარველობის ქვეშ ცხოვრება მაღირსოს იხილეთ სრულად
სამყარო არ არის ის წინამძღოლი, რომელსაც უნდა გავყვეთ, არამედ მტერია, რომელზეც ღვთის შვილებმა უნდა გაიმარჯვონ: „ყოველი, რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელს“.
რამდენადაც ადამიანი ამსოფლიურ ნუგეშს მოიკლებს, იმდენად მეტ ღვთიურ სიხარულს მიიღებს სულიწმიდის მადლით.
როდესაც კეთილი ბოროტის ზნეს არ ღებულობს, თუნდაც ისინი ერთად ცხოვრობდნენ, მათ შორის მაინც დიდი განსხვავებაა. ამიტომ ადამიანებს კი არ უნდა გავექცეთ, რომლების შესაძლოა, კეთილთა მაგალითით გამოსწორდნენ, არამედ - ადამიანთა გარყვნას.