წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - წუთისოფლის უარყოფა
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

თემა: წუთისოფლის უარყოფა,  მონაზვნობა

491. აზრები ოცნებებში ამ სოფელს წარმომიდგენენ და ერში დაბრუენებას მთხოვენ. გამოიჩინე წყალობა, დაე, თქვენმა ლოცვებმა დამიფარონ, რადგან, თუმცა კი იგივე ცოდვებში ვრჩები, მაგრამ ღმერთს ვევედრე, რათა მან თქვენი მფარველობის ქვეშ ცხოვრება მაღირსოს.

ჩემო საყვარელო შვილო, უფლის მიერ გაძლიერდი! შენ ღმერთმა მოგიწოდა, არ მოუძლურდე, არამედ სასოებდე. ღვთივსათნო საქმის დასაწყისი ბრძოლებთანაა შეუღლებული, მაგრამ ღმერთი მუსრავს მათ (გამ. 15, 3). ამ ქვეყნის სამსახური წყვდიადია და მისი მემკვიდრეობა - საუკუნო ტანჯვა. დაარბილე ახლა ეს ორი მარცვალი და ამოირჩიე, რომელი გსურს. და მოვა შენთან ერთი მბრძანებელი, გამოაღვიძებს შენს ჯერ კიდევ ცივ გულს და მოგცემს ძალას, რათა სვლას მოუჩქარო ისე, როგორც საჭიროა. ნუ შიშობ, შენ გყავს მეგზური, რომელიც ღმერთთან მიგიყვანს.
image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები