გარდაცვალება, სიკვდილი - ციტატები, გამონათქვამები
გარდაცვალება, სიკვდილი - ციტატები, გამონათქვამები გარდაცვალება, სიკვდილი, გამონათქვამები
უფალს ადამიანი თუნდაც ახალგაზრდა, გაჰყავს ამ ქვეყნიდან მისი ცხონებისათვის საუკეთესო პერიოდში.
გარდაცვლილ მართალთა ხვედრზე კი ასე წერს წმინდა წერილი: "ითესება ხრწნილებაში და აღდგება უხრწნელებაში, ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში, ითესება უპატიობაში, აღდგება დიდებაში, ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეუ... იხილეთ სრულად
სასუფევლის კარი ღიაა ყველა ქრისტიანისთვის, რომელნიც სულით და ხორცით განწმენდილნი წარდგებიან ღვთის წინაშე. ასეთ ადამიანთა სულებს ჯოჯოხეთი უკვე ვეღარ ეხება და გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ ისინი უფლის სავანეთა შინა განისვენებენ... იხილეთ სრულად
სიკვდილი შედეგია ცოდვისა და ისინი ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ; ხოლო ვინაიდან მაცხოვარი უცოდველი იყო, მას ვერც სიკვდილი დაეუფლა და ვერც ჯოჯოხეთი; პირიქით, ორივე იძლია და განქარდა.
ქვეცნობიერად ყველამ, მორწმუნემაც და ურწმუნომაც, მეტ-ნაკლებად იცის, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე მაინც გრძელდება. ამას იგი გრძნობს იმ წარუშლელი ღვთიური ნაპერწკალით, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია ჩადებული შემოქმედისაგან და რომლის საშუ... იხილეთ სრულად
ზოგიერთს სიკვდილისადმი აქვს ერთგვარი ზერელე დამოკიდებულება, ზოგს კი - ავადმყოფური შიში. ხშირად ერთნიც და მეორენიც ამიტომ არ ფიქრობენ ამ საკითხზე, რაც არ არის სწორი. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გარდაცვალება აუცილებლად გველის... იხილეთ სრულად
მართალთა სულები ქრისტეს აღდგომის შემდეგ უფლის წიაღს იმკვიდრებენ, ცოდვით დამძიმებულთა კი - კვლავ ბნელეთის ანგელოზთა დასს უერთდებიან. სხეული კი იხრწნება და უერთდება მიწას, რომლისგანაც შეიქმნა.