სექტანტების ლიტერატურის კითხვა - ციტატები, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

არ უნდა იკითხო მწვალებლური წიგნები, სრულიად უნდა უგულებელყო მკრეხელური გულისსიტყვები, როგორც უცხო და გარეშე. საჭიროა სიმდაბლით ლოცვა. თუ შემთხვევით ვინმესთან უთანხმოება გაქვს, შეურიგდი. თუ უდებება დაგეუფლა, მღვიძარება გმართებს. იხილეთ სრულად

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

განა შეიძლება შენთვის ყველანაირი წიგნის კითხვა, როდესაც თითოეული მათგანი იქით გეწევა, საითაც უნდა: გითანხმებს ყველაფერზე, რაზედაც შენი დაყოლიება სურს, და გაიძულებს უარყო ყველაფერი, რისი უარყოფაც უნდა, რომ ჩაგაგონოს? გამოცდილე... იხილეთ სრულად

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

ღმრთის დიდი სათნომყოფელნი, იცოდნენ რა ყოველი ადამიანისათვის საერთო უძლურება, უფრთხოდნენ მწვალებლობის შხამს და ყოველნაირად გაურბოდნენ საუბრებს ადამიანებთან, ვინც ცრუმოძღვრებით და მწვალებლური წიგნების კითხვით იყო დაავადებული. მათ თვ... იხილეთ სრულად

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

სული წმიდით მოსილი მამები და ეკლესიის მწყემსები კითხულობდნენ ღმრთისმგმობ მწვალებელთა ნაწერებს, რადგან ამას მთელი საქრისტიანო სამყაროს საჭიროება აიძულებდათ. ისინი თავიანთი მძლავრი სიტყვით ამხილებდნენ ცთომილებებს, ეკლესიის ყველა შვი... იხილეთ სრულად

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

წმ. ეკლესია ცრუმოძღვართა კითხვის უფლებას მხოლოდ თავის იმ წევრებს აძლევს, რომელთა გული და გონება სული წმიდის მიერ არის განათლებული, მათ, ვისაც ყოველთვის ძალუძს გაარჩიოს ერთმანეთისაგან ჭეშმარიტი სიკეთე და სიკეთის საფარველში გამოხვეუ... იხილეთ სრულად

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

თუკი შენს გულსა და გონებაში ჯერ არაფერი აღბეჭდილა, დაე სული წმიდამ და ჭეშმარიტებამ ჩაწერონ მათში ღმრთის მცნებები და მისი სულიერი სწავლება. ხოლო თუ გულის ფიცარი ათასნაირი ცნებებითა და შეხედულებებით გაქვს აჭრელებული, ისე რომ ფრ... იხილეთ სრულად

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

ვინც ცრუმოძღვართა წიგნებს კითხულობს, ის უსათუოდ ეზიარება ტყუილის უკეთურ, ბნელ სულს. ნათქვამი უცნაურად არ მოგეჩვენოს: ამას ამტკიცებენ ეკლესიის ნათელნი - წმინდა მამები. ვინც ცრუმოძღვართა წიგნებს კითხულობს, ის უსათუოდ...

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

დაიცავი გული და გონება ცრუსწავლებებისგან; ნუ ესაუბრები ქრისტიანობაზე ცრუ აზრებით დაავადებულ ადამიანებს, ნურც ცრუმოძღვართა დაწერილ წიგნებს წაიკითხავ. დაიცავი გული და გონება ცრუსწავლებებისგან; ნუ ესაუბრები...

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

კვლავაც გთავაზობ, აღმოსავლეთის ეკლესიის ერთგულო შვილო, გულწრფელ, კეთილ რჩევას. ეს რჩევა მე კი არა, წმინდა მამებს ეკუთვნის - ყველა ჩემი რჩევაც მათგან მოდის. დაიცავი გული და გონება ცრუსწავლებებისგან; ნუ ესაუბრები ქრისტიანობაზე ... იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

611. ჭეშმარიტად, ჩემო მამაო, თქვენ ხართ ბრმების წინამძღოლნი და ბნელში მყოფთათვის ქრისტესმიერი სინათლე, და თქვენი მეშვეობითაა ჩვენთვის ჭეშმარიტება გაცხადებული. მამათა ცხოვრებიდან ვიცით, რომ იყო ერთი ბერი, რომელიც თავისი უბრალოების გამო ამბობდა, პური, რომელსაც ვეზიარებით, არ არის ქრისტეს ჭეშმარიტი ხორცი, არამედ მხოლოდ მისი სახეაო. ამის თაობაზე მას ღვთისადმი რომ არ ელოცა, ჭეშმარიტებას ვერ შეიცნობდა. ასევე სხვა დიდი ბერი ფიქრობდა, მელქისედეკი ქრისტეაო; და როდესაც მან ამის შესახებ ღვთისადმი ილოცა, ღმერთმა ჭეშმარიტება გაუცხადა მას. ღვთის გულისათვის, შემინდე ჩემო მამაო, რამეთუ შეკითხვას ისეთ საკითხზე გიბედავ, რომელიც ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. ვინაიდან ღმერთმა შენი სიწმინდით ჭეშმარიტების უცდომელ გზაზე სვლისათვის დაგვმოძღვრა, ამიტომ გთხოვ სრულიად აგვიხსნა ჩვენ ეს, რომ ჩვენი გონება და უძლური გული ასეთი გამოკვლევებისაგან წმინდა დარჩეს. რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ასეთ მამებს არასწორი აზრები ჰქონდათ, თუმცა კი მათ არ უთხოვიათ ამის გაცნობიერება; მაგრამ უსასყიდლოდ რატომ არ მიეცათ მათ ის, იმ ზიანის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც შემდგომში წამკითხველები იწვნევდნენ? მიუხედავად ამისა, ისინი არც მართალ რწმენაში და არც სათნოებებში არ შებრკოლებულან, მაგრამ ჩემნაირი სუსტები და ზარმაცები, რომელთაც დაუეჭვებლად სწამთ მათი, ადვილად დაზიანდებიან, რამეთუ არ იციან თქვენი ნათქვამი, რომ წმინდანებიც ვერ წვდებოდნენ ყველა საიდუმლოს და რომ მათ იმ შეხედულებების სამართლიანობაზე რწმუნების მისაღებად, ღვთისადმი არ ულოციათ. თანაუგრძნე ჩემს უძლურებას და ესეც ამიხსენი, ჩემო გულმოწყალეო მამაო! იხილეთ სრულად

link
0