
უფრთხილდი მწვალებლური სწავლებების კითხვას, რამეთუ ყველაზე მეტად ეს ამხედრებს გმობის სულს შენს წინააღმდეგ.
უფრთხილდი მწვალებლური სწავლებების კითხვას, რამეთუ ყველაზე მეტად ეს ამხედრებს გმობის სულს შენს წინააღმდეგ.
თევზები წყლის უკმარისობისგან კვდებიან; ასევე კვდებიან მოსაგრის გულში ღვთისგან დაბადებული სულიერი მოძრაობები, როდესაც მოსაგრე ხშირად ცხოვრობს ერში და ერისკაცებთან აქვს ურთიერთობა
რამდენადაც ადამიანი განეშორება ადამიანებთან ურთიერთობას, იმდენად თავისუფლად მიაღწევს ღმერთთან საკუთარი გონებით.
რამდენადაც ადამიანი ამსოფლიურ ნუგეშს მოიკლებს, იმდენად მეტ ღვთიურ სიხარულს მიიღებს სულიწმიდის მადლით.
ვინც ღვთის გამო უპოვარი გახდება, იგი დაუსრულებელ საუნჯეს მიიღებს
ყველა ადამიანთან მეგობრული ურთიერთობა გქონდეს, აზრით კი მუდამ მარტო იყავი
ვერავინ მიუახლოვდება ღმერთს, თუ ამ სოფელს არ განეშორა
ვისაც საკუთარი ცოდვები მცირედ მიაჩნია, იგი უწინდელზე მძიმე ცოდვებში ჩავარდება.
გახსოვდეს ღმერთი, რათა მას ყოველთვის ახსოვდე შენ
სული, რომელიც თავად სნეულია და სხვებს ასწავლის ბრმა წინამძღოლს ჰგავს