წმ. ისააკ ასური - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ისააკ ასური - ციტატები, გამონათქვამები წმ. ისააკ ასური | გამონათქვამები, ციტატები
როდესაც ვინმე შენი თანდასწრებით მოყვასის განკითხვას დაიწყებს, თავი აარიდე მას. რაც უფრო სწრაფად გააკეთებ ამას, ღვთის წინაშეც და ამ ადამიანთანაც მართალი იქნები.
ჩუმად მამხილებელი მეგობარი გონიერი ექიმია, ხოლო მრავალთა თვალწინ მკურნალი - მაგინებელია
აბუჩად ნუ აიგდებ ცოდვილს მისი ნაკლოვანებების გამო, რათა თვითონ არ გამოიცადო იმავეთი, რითაც - ის.
ყოველ საქმეში საკუთარი თავი მწირად ჩათვალე იმისათვის, რომ სხვებს ასწავლო და მთელი ცხოვრების განმავლობაში ჭკვიანი იქნები.
ადვილად შეგეძლოს ყველაფრის უგულებელსყოფა განდიდებისას და ნუ იქნები დიდი შენს სიმცირეში.
ადამიანებს სძულთ სიღატაკე, ღვთისთვის კი უფრო მეტად საძაგელია ამაყი სული და აღტაცებული გონება.