თემა: განკითხვა, ცოდვა აბუჩად ნუ აიგდებ ცოდვილს მისი ნაკლოვანებების გამო, რათა თვითონ არ გამოიცადო იმავეთი, რითაც - ის. link
თემა: საქმე, სიზარმაცე იგი, ვინც ზარმაცობს მცირედში, რომელიც მას ეხება, ნუ დაიჯერებ, რომ ოდესმე დიდებაში თავს გამოიჩენს. link
თემა: განკითხვა თუ არ შეგიძლია, რომ განმკითხველი დაადუმო, მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში მასთან ურთიერთობას მაინც მოერიდე. link
თემა: სიხარული, წუთისოფლის სიამოვნებანი რამდენადაც ადამიანი ამსოფლიურ ნუგეშს მოიკლებს, იმდენად მეტ ღვთიურ სიხარულს მიიღებს სულიწმიდის მადლით. link
თემა: ვნებები, პატივმოყვარეობა პატივმოყვარე სულთან კვლავ ბრუნდებიან ვნებები, რომლებიც მან ოდესღაც დაძლია და საკუთარი თავიდან განდევნა. link
თემა: მცნებათა დაცვა თუ გსურს, უჭვრეტდე საიდუმლოს, მაშ, საქმით აღასრულე მცნებები საკუთარ თავში და მათ შესახებ შემეცნებას ნუ ეძიებ. link
თემა: ღვთის არასათნო ლოცვა, ღმერთი თუ ღვთის წინაშე რაიმესთვის ლოცულობ და იგი აყოვნებს, შეისმინოს შენი, ნუ იდარდებ ამის გამო. შენ ღმერთზე გონიერი არ ხარ. link
თემა: მონაზონთათვის, განმარტოება რამდენადაც ადამიანი განეშორება ადამიანებთან ურთიერთობას, იმდენად თავისუფლად მიაღწევს ღმერთთან საკუთარი გონებით. link
თემა: სიმდაბლე თუ თავმდაბლობა უბრალო და უსწავლელ ადამიანს აღამაღლებს, მაშ, განსაჯე, როგორ პატივს მიაგებს დიდსა და საპატიო ადამიანს. link
თემა: ცოდვა ვიდრე დანაშაული კერ კიდევ მცირეა და კარგად არ მომწიფებულა, მოიკვეთე იგი, ვიდრე ტოტები ფართოდ გამოუტანია და მომწიფებულა. link