ნუგეშინისცემა - ციტატები, გამონათქვამები
თუ ხედავ, რომ გონება ამ სოფლისკენ გაგირბის, იცოდე, რომ სული საღვთო ნუგეშინისცემასაა მოკლებული, რის გამოც ამქვეყნიურ ნუგეშს ეძებს.
ღმერთი მიკერძოებული არ არის. წმინდა გულითა და სუფთა სინდისით მისი მცნებების აღმსრულებლებს აჯილდოებს, ანუგეშებს და ცხონების იმედს აძლევს.
ყველა, ვინც ღვთისგან შინაგანად ნუგეშს ვერ გრძნობს, ამას ადგილისა და ადამიანების გარემოცვის შეცვლაში ეძებს.
ეშმაკი, რომელსაც სიძულვილისა და შურის გამო არ მოსწონს, როცა ადამიანი სულიერად ხარობს, მის გასამწარებლად და მოსაწამლად ყველა ღონეს ხმარობს. ეს არის მისი სიხარული და მონაგები. მაგრამ ჩვენ სულიერი საშუალებებით უნდა ვეცადოთ თავი გავიმ... იხილეთ სრულად
კეთილსურნელოვანი სიტყვები წარმოთქვი – ნუგეშის, სიმხნევისა და სასოების სიტყვები.
ღმერთი, განსაცდელის შესაბამის, მხოლოდ მოთმინებას კი არ გვაძლევს, არამედ ნუგეშსაც, როცა ადამიანი განსაცდელს სიბრძნით, სიკეთითა და სიწრფელით ითმენს.
როდის არის სულის ზეიმი, ნუგეში მწუხარებაში, სინდისის დამშვიდება, ზეაღტაცებული სიხარული?
თუ ადამიანი ძალიან განიცდის თავის ცოდვიანობასა და უმადურობას ღვთის წინაშე, მაგრამ ამასთანავე დიდად სასოებს მას, მაშინ მისგან უდიდეს ნუგეშინისცემას იღებს.