თემა: სიბრძნე ყოველ საქმეში საკუთარი თავი მწურად ჩათვალე იმისათვის, რომ სხვებს ასწავლო და მთელი ცხოვრების განმავლობაში ჭკვიანი იქნები. link
თემა: მოწყალება თუ ღატაკებში დათესვა სასარგებლოა, საკუთარიდან თესე. ხოლო თუ სხვისი კუთვნილიდან გადაწყვეტ დათესვას, იცოდე, რომ ეს ყველაზე მწარე ნაყოფია. link
თემა: სათნოებები, შრომა ვიდრე ამქვეყნად - ხორცში ვიმყოფებით, სათნოებების საშუალებით ზეცის კამარამდე რომც ავმაღლდეთ, საქმისა და შრომის, საზრუნავის გარეშე ვერ დავრჩებით. link
თემა: მოწყალება, ნუგეშინისცემა როცა გაჭირვებულს რაიმეს აძლევ, შენი სახის მხიაული გამომეტყველება უნდა უსწრებდეს შენს მიერ მიცემულს, მისი მწუხარება კი კეთილი სიტყვებით ანუგეშე. link
თემა: განკითხვა როდესაც ვინმე შენი თანდასწრებით მოყვასის განკითხვას დაიწყებს, თავი აარიდე მას. რაც უფრო სწრაფად გააკეთებ ამას, ღვთის წინაშეც და ამ ადამიანთანაც მართალი იქნები. link
თემა: მადლი, მოწყალება, ღვთის წყალობა, ღმერთი ღატაკ და გაჭირვებულ ადამიანს ღმერთი მიაწვდის, რადგან იგი არავის ტოვებს; მაგრამ შენ უპოვარის გაძევებით განეშორე ღვთის მიერ ბოძებულ პატივს, ამით კი ღვთის მადლი განიშორე. link
თემა: ცოდვა ნუ იქნები უდარდელი მაშინაც, როდესაც რაიმე საქციელი ნაკლებმნიშვნელოვნად გეჩვენება. სხვაგვარად მასში აღმოაჩენ არაადამიანურ ბატონს და იდგები მის წინაშე, როგორც - შებორკილი მონა. link
თემა: განმარტოება, მონაზონთათვის თევზები წყლის უკმარისობისგან კვდებიან; ასევე კვდებიან მოსაგრის გულში ღვთისგან დაბადებული სულიერი მოძრაობები, როდესაც მოსაგრე ხშირად ცხოვრობს ერში და ერისკაცებთან აქვს ურთიერთობა. link
თემა: განსაცდელები, მადლი, საკუთარი თავის შეცნობა, სიმდაბლე მადლი, როგორც კი ნახავს, რომ ადამიანის გონებაში ეჭვი ჩნდება და იგი თავს აღიმაღლებს, მაშინვე უშვებს, რომ წინააღმდეგ გაძლიერდეს და განმტკიცდეს განსაცდელები, ვიდრე არ შეიცნობს იგი თავის უძლურებას და სიმდაბლით არ მიექცევა უფალს. link