image

თემა: საკუთარი თავის შეცნობა,  ცოდვა

842. როგორ დავინახოთ საკუთარი უძლურება?
ვისაც სურს საკუთარი უძლურების შეცნობა, თუნდაც მხოლოდ ერთი დღე ადევნოს თვალყური თავის აზრებს, სიტყვებსა და საქმეებს – რაზე ფიქრობდა, რას ამბობდა, რას აკეთებდა. იგი უთუოდ ნახავს, რომ დიდი ნაწილი მისი ზრახვებისა, სიტყვებისა და საქმეებისა იყო ცოდვილიანი, არასწორი, უგუნური და ცუდი. ამგვარი ცდა შთამბეჭდავად მიახვედრებს მას, რამდენად უძლური და შინაგანად მოუწესრიგებელია იგი. ხოლო ამგვარი წარმოდგენიდან, თუკი მას გულწრფელად სურს სიკეთე საკუთარი თავისათვის, მივა იმის შემეცნებამდე, თუ რამდენად უაზრობაა, მოელოდე რაიმე სიკეთეს მხოლოდ საკუთარი თავისაგან და ესავდე მხოლოდ საკუთარ თავს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები