ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: წმინდანთა ცხოვრების კითხვა, საკუთარი თავის შეცნობა, სასოწარკვეთილება
777. რას ეტყოდით ისეთ ადამიანს, რომელსაც ესმის წმ.მამათა მოღვაწეობის შესახებ და უსასო იქნება თავისი ცხოვრების გამო?
უგუნურნი არიან ისინი, ვისაც ესმით წმ. მამათა კეთილ მოღვაწეობათა შესახებ და უსასო იქმნებიან თავიანთი ცხოვრების გამო; პირიქით თუ გულისხმაჰყოფენ, ისინი ორმაგ სარგებელს იღებენ ამისგან: ან მოშურნეობით აღივსებიან და სიკეთეში მიბაძავენ მათ, ან შეიცნობენ საკუთარ თავს, თავიანთ უძლურებას და სიმდაბლეს შეიძენენ, რომელიც კეთილთა მომპოებელია.