image

თემა: ეკლესია

778. რასთან არის დაკავშირებული ეკლესიაში წანდილის ანუ კოლიოს კურთხევის წესი?
ეს ეკლესიური წესდებულება IV ს–ის ამბავთანაა დაკავშირებული, როცა რომის სამეფო ტახტზე იმპერატორი იულიანე განდგომილი ავიდა. მან ქრისტიანობა უარყო და ქრისტიანების ისეთი მდევნელი გახდა, რომ თავის სამეფოში ქრისტიანობის მოსპობა მოინდომა. ერთხელ, როცა დიდი მარხვა დადგა, მთავარი მოვაჭრენი და კერპთმსახურნი საიდუმლოდ დაარიგა, რომ სავაჭრო ადგილებზე ყოველგვარ საჭამანდში ნაკერპავი სისხლი აერიათ, ამით ქრისტიანთა სარწმუნოება შეებღალათ და დიდ განსაცდელში ჩაეგდოთ, მაგრამ ღმრთის განგებამ უღმრთო იულიანე მეფის განზრახვა დაარღვია. ამ ბრძანების გაცემის ღამეს ეკლესიის მღვდელმთავარს ნათლით შემოსილი თეოდორე ტირონი, ანუ მხედარი, გამოეცხადა, რომელიც უწინარეს საუკუნისა ქრისტეს სარწმუნოებისათვის იყო ნაწამები. მან დაარიგა ეპისკოპოსი, რომ უწმინდური ნაკერპავებისაგან სამწყსოს დასაცველად უბრალო მოხარშული ხორბალი წმინდად შეემზადებინა, ეკურთხებინა და ყველა ქრისტიანისათვის დაერიგებინა. მწყემსმთავარმა ბრძანება აღასრულა და რამდენიმე დღის განმავლობაში ქრისტიანებს ასე ასაზრდოებდა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები