თემა: ეკლესია

1543. რატომ არის ეკლესია მხოლოდ ერთი?
იმიტომ, რომ უფალი იესო ქრისტე მუდამ საუბრობდა მხოლოდ ერთი ეკლესიის, მისი ერთი უმაღლესი მწყემსის შესახებ, აგრეთვე დააარსა მხოლოდ ერთი ეკლესია.
    განმარტება:
    უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა: ,,მე ვარ მწყემსი კეთილი… სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი იგინიცა ჯერ არიან მოყვანებად ჩემდა… და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს” (ინ.10,14,16). მწყემსში ის საკუთარ თავს გულისხმობდა.
1544. თუ ქრისტეს ეკლესია მხოლოდ ერთია, რისი დაცვაა აუცილებელი მასში?
მასში აუცილებელია შინაგანი ერთიანობის დაცვა
1545.რაში მდგომარეობს ეკლესიის ერთიანობა?
მდგომარეობს იმაში, რომ 1.მისი წევრები უფალ იესო ქრისტეს მიიჩნევენ, როგორც თავიანთ საერთო თავს, რომელთან ერთადაც ერთ სხეულს შეადგენენ,
     2. ისინი აღიარებენ ერთ მოძღვრებას,
     3.ისინი განიწმიდებიან ერთი სული წმიდით, ერთი და იგივე წმიდა საიდუმლოებებთან ზიარებით,
     4.ისინი ერთსა და იმავე საერთო წესებს იცავენ.
1546.პასუხობს მოძღვრებას ერთიანი ეკლესიის შესახებ მართლმადიდებლური ლოცვა: ,,კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის”?
პასუხობს, რამდენადაც ეს ლოცვა იკითხება ადგილობრივ და ეროვნულ ეკლესიებში, რომლებიც ქრისტეს ერთიანი ეკლესიის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ.
1547.ხომ არ ეწინააღმდეგება ადგილობრივი და ეროვნული ეკლესიების წარმოქმნა ერთიანობას?
არ ეწინააღმდეგება, თუ ისინი საერთო მოძღვრებას და საერთო წესებს იცავენ.
1548.რით აიხსნება ადგილობრივი და ეროვნული ეკლესიების წარმოქმნა?
აიხსნება იმით,
    1.რომ, არსებობს სხვადასხვა ხალხები, რომელთაგან თითოეული მოწოდებულია ეზიაროს ქრისტიანულ სარწმუნოებას და აქვს უფლება იღვაწოს ქრისტს ეკლესიაში;
    2.რომ თითოეულ ხალხს აქვს მშობლიური ენა და აქვს უფლება ილოცოს და ღმრთისმსახურება აღასრულოს მშობლიურ ენაზე, რამეთუ ღმერთს ყველა ენა ესმის;
    3.რომ წმიდა მოციქულებმაც, სული წმიდის მოფენით ამეტყველდნენ რა სხვადასხვა ენებზე, საერთო სარწმუნოებაზე დაყრდნობით, დააფუძნეს სხვადასხვა ადგილობრივი და ეროვნული ეკლესიები.
1549.როელი მთავარი ადგილობრივი ეკლესიები იყო მოციქულების დროს?
მოციქულთა დროს იყო:
    1.იესრუსალიმის ეკლესია პალესტინელთათვის (საქ.1),
    2.ანტიოქიის ეკლესია სირიელთათვის (საქ.11),
    3.ეფესოს ეკლესია მცირე აზიის დასავლეთი ოლქებისთვის (საქ.19),
    4.კორინთოს ეკლესია ჩრდილო საბერძნეთისთვის (IდაIIეპისტოლეები კორინთელთა მიმართ; საქ.18),
    5.თესალონიკის ეკლესია ჩრდილო საბერძნეთისთვის (IდაI ეპისტოლე თესალონიკელთა მიმართ; საქ.17),
    6.ფილიპიის ეკლესია მაკედონიისთვის (ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ),
    7.ღომის ეკლესია შუა იტალიისათვის (ეპისტოლე რომაელთა მიმართ; საქ.28),
    8.ალექსანდრიის ეკლესია ეგვიპტისთვის (ზეპირი გადმოცემა).
    განმარტება:
    ამ ეკლესიების თანმიმდევრობა შეესაბამება მათი შექმნის დროს.პირველ ადგილზე სახელდებოდა რომის ეპისკოპოსი, რამეთუ რომი იყო იტალიის ვრცელი იმპერიის მთავარი ქალაქი. მეორე ადგილზე – ალექსანდრიის ეპისკოპოსი, რამეთუ ალექსანდრია იმპერიის ყველაზე დიდი და მდიდარი პროვინციის, ეგვიპტის მთავარი ქალაქი, ხოლო სიდიდით რომის შემდეგ ყველაზე დიდი ქალაქი იყო; მესამე ადგილზე – სახელდებოდა ანტიოქიის ეპისკოპოსი, რამეთუ ანტიოქია სირიის მთავარი ქალაქი, წესის მიხედვით კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმა მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ალექსანდრიისა გადავიდა მესამე ადგილზე, ანტიოქიისა – მეოთხე, იერუსალიმისა კი მეხუთეზე. ეს წესი მხოლოდ ურთიერთპატივისცემის წესი იყო და სრულიად არ აღნიშნავდა იმას, რომ რომის ეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსზე უპირატესი იყო, კონსტანტინოპოლისა – ალექსანდრიის ეპისკოსს აღემატებოდა და ა.შ. რამეთუ ისინი თავიანს ეპარქიებში დაოუკიდებელნი და ურთიერთთანასწორნი იყვნენ. მოგვიანებით ადგილობრივ ეკლესიათა წარმომადგენლებს იმ მიმდევრობით ასახელებდნენ, რომელიც შეესაბამებოდა სახელმწიფოში იმ ქალაქების მნიშვნელობას, რომლებშიც მათი მეთაურების ადგილსამყოფელი იყო.
1550. ადგილობრივ სამოციქულო ეკლესიათაგან, რომელი იყო დანარჩენთა დედა?
დანარჩენთა დედა იყო იერუსალიმის ეკლესია, რამეთუ იერუსალიმის ეკლესიიდან განივრცო სარწმუნოება სხვა ქალაქებში და ქვეყნებში, როგორც ეს მოთხრობილია მოციქულთა საქმეებში.
1551.ქრისტეს ეკლესია მხოლოდ ადგილობრივი სამოციქულო ეკელსიების შემადგენლობაში დარჩა?
არა, არამედ მას შეუერთდა ყველა ახალი ადგილობრივი და ეროვნული ეკლესია. ღამდენადაც ქრისტიანული სარწმუნოება ვრცელდება ამა თუ იმ ქვეყანასა და ხალხებში.
1552.ვინ ჩაუყარა საფუძველი ქართულ ეროვნულ ეკლესიას?
ქართული ეროვნული ეკლესიის ჩამოყალიბება დასრულდა მეფე ვახტანგ გორგასლის დროს, დაახლოებიტ 466-468 წწ. მან შემოიღო მმართველობის ახალი სისტემა საკათალიკოსოს სახით, დააარსა საეპისკოპოსოები, რომელთა ულაღლესი მესაჭე – კათალიკოსი იერარქიულად დამოუკიდებელი, ავტოკეფალური გახდა. ქართლის პირველი კათალიკოსი იყო პეტრე.
1553. ვინ იქადაგა პირველად საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოება?
ზეპირი გადმოცემა მოგვითხრობს, რომ სულთმოფენობის შემდეგ ქრისტეს მოწაფეებმა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა წილი ჰყარეს და გაიყეს ქვეყნები საქადაგებლად, ღმრთისმშობელს წილად ივერიის ქვეყანა ერგო, ამიტომ ჩვენს ქვეყანას ყოვლადწმიდა ღვტიმშობლის წილხვედრს უწოდებენ.წმ. მარიამს სურდა ჩვენს ქვეყანაში წამოსვლა საქადაგებლად, მაგრამ რადგან მისი მიძინების დრო მოახლოებული იყო, რაც გამოცხადებით ეუწყა, ეს საქმე ღმრთის ბრძანებით ანდრია მოციქულს მიანდო. ანდრია მოციქული წამოვიდა საქართველოში სიმონ კანანელთან და მატათა მოციქულთან ერთად. მან ორჯერ შემოიარა თითქმის მთელი საქართველო და ყველგან ქრისტეს სარწმუნოებას ქადაგებდა.
1554. ვინ ითვლება ქართველთა განმანათლებლად?
ანდრია პირველწოდებულის მოღვაწეობიდან სამი საუკუნის შემდეგ უფალმა საქართველოში მოავლინა წმ. მოციქულთა სწორი ნინო. მან ჩამოაბრძანა საქართველოში ვაზის ჯვარი, რომელიც გამოცხადებით მისცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და მოციქულობაზე აკურთხა. სწორედ წმ. დედა ნინოს ღვაწლითა და ქადაგებით მოექცნენ ქრისტეს სარწმუნოებაზე ქართლის მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. მათი თხოვნით შედგა ნათლობა არაგვის და მტკვრის შესართავში, 326 წელს. ამიტომ საქართველოს განმანათლებლად ითვლება წმ. ნინო.
1555. სად მოღვაწეობდა და აღესრულა მოციქულთა სწორი ნინო?
წმ. დედა ნინო საქართველოში შემოვიდა ფარავნის ტბასთან, ფეხით ჩავიდა მაშინდელ დედაქალაქ მცხეთაში და ძირითადად მის შემოგარენში მოღვაწეობდა. შემდეგ დიდხანს ქადაგებდა საქართველოს სხვადასხვა მხარეში. წმიდა მოციქულთა სწორი ნინო აღესრულა ბოდბეში, 333 წლის 14 იანვარს, 67 წლისა. დაკრძალეს იქვე, სადაც ეხლა ასვენია მისი წმიდა სხეული. ვაზის ჯვარი თავიდან ბოდბეში ინახებოდა, ხოლო ამჟამად სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.
1556. კიდევ ვინ იქადაგა საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოება?
ქრისტიანული სარწმუნოება კიდევ იქადაგეს წმიდა მამებმა, რომლებიც VI საუკუნეში მოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში ასურეთიდან. რიცხვით ისინი სულ ცამეტნი იყვნენ, ხოლო მოძღვარი მათი იყო წმიდა იოანე. მას ერთხელ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, აერჩია თვისთა მოწაფეთა შორის თორმეტი ბერი და მათთან ერთად წასულიყო ივერიაში, რათა განემტკიცებინა ისინი ქრისტეს სჯულზე. ამ მამებმა ფრიად ნაყოფიერად იღვაწეს საქართველოში მოვლეს მისი მრავალი კუთხე. გარდაცვალების შემდეგ მათ სახელი იმ ადგილების მიხედვით ეწოდათ, სადაც მოღვაწეობდნენ: იოანეს-ზედაზნელი, დავიტს – გარეჯელი, შიოს – მღვიმელი, ანტონს – მარტყოფელი, ისეს – ალავერდელი, სტეფანეს – ხირსელი, აბიბოს – ნეკრესელი, ზენონს – იყალთოელი, თადეოზს – სტეფანწნდელი, ისიდორეს – სამთავნელი, პიროსს – ბრეთელი, მიქაელს – ულუმბოელი.
1557.რა აერთიანებს ადგილობრივ და ეროვნულ ეკლესიებს ქრისტეს ერთიან ეკლესიად?
ისინი შეერთებულნი არიან:
    1.საერთო მრწამსით,
    2.საერთო წმიდა საიდუმლოებებით,
    3.საღმრთისმსახურო ურთიერთობით,
    4.საერთო საეკლესიო წესებით ანუ კანონებით.
1558.რაში მდგომარეობს საღმრთისმსახურო ურთიერთობა?
მდგომერეობს იმაში:
     1. რომ ადგილობრივი და ეროვნული ეკლესები ღმრთისმსახურების დროს ერთმანეთისთვის ლოცულობენ,
     2 .რომ ერთი ადგილობრივი და ეროვნული ეკლესიის წევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სხვა ადგილობრივი და ეროვნული ეკლესიების ღმრთისმსახურებაში და ეზიარონ წმიდა საიდუმლოებებს, რამდენადაც მათი ღმრთისმსახურება არსებითად ერთი და იგივეა, თუმცა ერთმანეთისაგან ენობრივად და ზოგიერთი ადგილობრივი ეროვნული წეს-ჩვეულებებით განსხვავდებიან.
1559. რაში მდგომარეობს ურთიერთობანი ადგილობრივ ეკლესიათა შორის?
მდგომარეობს იმაში: 1. რომ ისინი, რამდენადაც მათ ჰყავთ არანაკლებ სამი ეპისკოპოსისა, თანასწორუფლებიანნი არიან და არა ერთმანეთს დაქვემდებარებულნი, რამეთუ თთოეულს ჰყავს ეპისკოპოსები, რომლებიც მას მართავენ; თანასწორუფლებიანობასთან ერთად ისინი ერთ საერთო სწავლებას მიჰყვებიან და მსოფლიო საეკლესიო კრებების განჩინებით ხელმძღვანელობენ, რომლებიც ყოველი მათგანისთვის სავალდებულოა.
    განმარტება:
    რამდენადაც ადგილობრივ და ეროვნულ ეკლესიებს ჰყავთ სამი ან მეტი ეპისკოპოსი, ის განაგებს თავის თავს და ავტოკეფალური ეწოდება. Mაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ ახალი ეკლეიის დამოუკიდებლობა აღიარონ დანარჩენმა დამოუკიდებელმა ეკლესიებმა. მსოფლიო საეკლესიო კრებებმა ავტოკეფალურ ეკლესიათა წარმომადგენლებს აუკრძალეს გაევრცელებინათ თავიანთი გავლენა დანარჩენ ადგილობრივ ეკლესიებზე და მათი მოქცევა თავიანთ დაქვემდებარებაში (პირველი საეკლესიო კრების მე-5 კანონი და მეორე მსოფლიო კრების მე-2 კანონი).
1560.ჩვეულებრივ რის საფუძველზე დგინდება ადგილობრივ ეკლესიათა ტერიტორიული საზღვრები?
დგინდება თანახმად სახელმწიფო ანუ ეროვნული საზღვრებისა.
1561. ვინ დაადგინა ასე?
ამის თაობაზე დადგენილება მიიღო IV საეკლესიო კრებამ, რომელიც შედგა 451 წელს ქალკედონში. მე-17 კანონში ნათქვამია, რომ ადგილობრივ ეკლესიათა საზღვრები დადგინდეს
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები