თემა: ეკლესია

1513.პეტრე მოციქული თუმცა არ იყო ეკლესიის წინამძღოლი, მაგრამ ხომ არ სარგებლობდა განსაკუტრებული პატივისცემით მოციქულთა კრებაზე?
პეტრე კოციქული განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა თავისი ხანდაზმულობის, აგრეთვე, გულმოდგინების და მოშურნეობის გამო.
1514.პეტრეს გარდა, თუ სარგებლობდნენ განსაკუთრებული პატივისცემით სხვა მოციქულები?
განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ აგრეთვე, იაკობ და იოანე მოციქულრბი, რომლებიც ოეტრესთან ერთად იწოდებოდნენ ვითარცა სვეტნი ეკლესიისა. (გალ.2,9)
1515.მოგვიანებით ვინ იდვა თავს უმეტესი ღვაწლი ეკლესიაში მოციქულთა შორის?
მოგვიანებით უმეტესი ღვაწლი ეკლესიაში თავს იდვა პავლე მოციქულმა, ამიტომაც ქრისტიანები პეტრე და პავლე მოციქულებს მოციქულთა თავებად მიიჩნევენ.
1516.ეკლესიის ასეთი განსაკუთრებული პატივისცემა პეტრე, იაკობ, იოანე და პავლე მოციქულებისადმი, ნიშნავს იმას, რომ ეს წმიდა მოციქულები დანარჩენ მოციქულთა და მთელი ეკლესიის თავნი იყვნენ?
არა, რამეთუ შეუძლებელია ეკლესიას ერთდროულად ოთხი წინამძღოლი ჰყოლოდა. მას ჰყავდა და ჰყავს ერთადერთი წინამძღოლი უფალ იესო ქრისტეს სახით.
1517.რის საფუძველზე შეიქმნა სწავლება მთელ ეკლესიაზე პეტრე მოციქულის პირველობისა?
ამ სწავლების შექმნას ის საფუძველი ჰქონდა, რომ ქალაქ რომის ეპისკოპოსი, რომლის კათედრა იმპერიის დედაქალაქში იყო, ეცნოთ ყველა ეკლესიის წინამძღოლად.
1518.კიდევ რა მტკიცებები მოჰყავთ იმ მიზნით, რომ ქალაქ რომის ეპისკოპოსი მიიჩნეოდეს ყველა ეკლესიის წინამძღოლად?
ამ მიზნით, ამტკიცებენ, რომ ვინაიდან პეტრე მოციქული იყო რომის პირველი ეპისკოპოსი, მისი მომდევნო რომის ეპისკოპოსები, როგორც მისი მემკვიდრენი, მის შემდეგ იმკვიდრებენ წინამძღოლობას ყველა ეკლესიისა.
1519.მტკიცდება რაიმეთი, რომ პეტრე მოციქული რომში იმყოფებოდა?
დიახ მტკიცდება ზეპირი გადმოცემით მისი მოწამებრივი აღსასრულის შესახებ; 67 წელს ის თავქვე აცვეს ჯვარს.
1520.პეტრე მოციქულის მოწამებრივი აღსასრული რომში იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ის რომის პირველი ეპისკოპოსი იყო?
იმის საფუძველზე, რომ პეტრე მოციქული წამებით აღესრულა რომში, არ შიეძლება ვამტკიცოთ, თითქოს ის აგრეთვე ქალქ რომის პირველი ეპისკოპოსიც იყო, რამეთუ პავლე მოციქული ხანგრძლივი დროის მანძილზე მოღვაწეობა რომში და რომშივე აღესრულა მოწამებრივად, მაგრამ რომის ეპისკოპოსი არ იყო.
    განმარტება:
    პავლე მოციქულის მოღვაწეობას რომში მოწმობს წმიდა წერილი: საქ. 28, 16-31; II ტიმ. 1,17. რომში წმიდა პავლემ დაწერა რამდენიმე ეპისტოლე.
1521.ჰქონდათ წმიდა მოციქულებს მუდმივი ადგილსამყოფელი?
არა, არ ჰქონდათ, არამედ მთელს ქვეყანაზე მიმოვიდოდნენ, ქადაგებდნენ ქრისტიანულ მოძღვრებას, ხოლო იქ, სადაც ქრისტიანთა შედარებით დიდი ჯგუფი შეიკრიბებოდა, ხელს ასხამდენე და დაუდგენდნენ ეპისკოპოსებს, შემდეგ კი სხვა ადგილებში მიდიოდნენ სახარების საქადაგებლად.
1522.სხვა მოციქულრბთან შედარებით რომელი მოციქული ცხოვრობდა მრავალი წლის განმავლობაში ერთ ადგილზე?
მხოლოდ იოანე მოციქულთან დაკავშირებითარის ჩვენთვის ცნობილი, რომ სხვადასხვა ადგილებში მოღვაწეობის შემდეგ, ის დასახლდა ქალაქ ეფესოშო, სადაც მრავალი წელი დაჰყო და იქვე აღესრულა კიდეც.
1523.რომელ ქვეყნებსა და ქალაქებში მოღვაწეობდა წმიდა წერილის მიხედვით პეტრე მოციქული?
წმიდა წერილში მითითებულია შემდეგი ადგილები:
    1. იერუსალიმი (საქ. მრავალ ადგილზე);
    2.სამარია(საქ.8,14);
    3.ლიდია(საქ.9,32);
    4.იოპია(საქ.9,43);
    5.კასარია(საქ.10,24);
    6.ანტიოქია(გალ.2,11);
    7.ბაბილონი(Iპეტრ.5,13).
    განმარტება:
    ქალაქი ბაბილონი მდებარეობდა მდინარე ევფრატზე და ბაბილონის სახელმწიფოს, მოგვიანებით ასურეთის, მთავარ ქალაქს წარმოადგენდა. ასევე უწოდებდნენ ბაბილონს ეგვიპტის მთავარი ქალაქის - ალექსანდრიის გარეუბანს; აქედან გამომდინარე, ეგვიპტეში ერთ-ერთი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ,,ბაბილონის ეპისკოპოსის" ტიტულს ატარებდა. პეტრე მოციქულმა თავისი პირველი ეპისტოლე ბაბილონში დაწერა. რომელი ბაბილონი იყო ეს დარწმუნებით ამის თქმა არ შეიძლება. პეტრე მოციქულის მოციქულთა წინამძღვრობის შესახებ სწავლების მიმდევრები ამტკიცებენ, რომ მოციქული ამ დასახლებაში ქალაქ რომს გულისხმობდა.
1524.რა ადგილებია ჩვენთვის ცნობილი გადმოცემიდან, სადაც წმიდა პეტრე მოღვაწეობდა?
თანახმად ზეპირი გადმოცემისა, შემდეგი ადგილებია ცნობილი: შავი ზღვის სამხრეთი სანაპირო, ქალაქი ალექსანდრია ეგვიპტეში და ქალაქი რომი იტალიაში.
1525.არსი რაიმე საფუძველი იმისა, რომ ქალაქ რომის ეპისკოპოსი პეტრე მოციქულის ერთადერთ მემკვიდრედ ჩაითვალოს?
უსაფუძვლოა მივიჩნიოთ, რომ ქალაქ რომის ეპისკოპოსი პეტრე მოციქულის ერთადერთი მემკვიდრეა, რამდენადაც ის ეპისკოპოსები, რომლებიც პეტრე მოციქულის მიერ იყვნენ დადგენილნი სხვადასხვა ადგილებში, მის მემკვიდრეებად ითვლებიან, და ამიტომ ყველა მათგანს შეეძლო თანაბარი უფლებით მოეთხოვა წინამძღოლობა მთელს ეკლესიაზე.
1526.ვინ არის მოხსენიებული უძველეს ხელნაწერებში ქალაქ რომის პირველ ეპისკოპოსად?
უძველეს ხელნაწერბში ქალაქ რომის ეპისკოპოსად პირველად მოხსენიებულია ეპისკოპოსი ლინიოსი და არა პეტრე მოციქული; პეტრე მოციქულის სახელი ეპისკოპოს ლინიოსის სახელის წინ მიწერილ იქნა მხოლოდ გვიანდელი ხანის ხელნაწერებში.
1527.შეიძლება ვაღიაროთ სწავლება ქალაქ რომის ეპისკოპოსის მეთაურობისა მთელს ქრისტიანულ ეკლესიაზე?
შეუძლებელია, რამეთუ უფალ იესო ქრისტეს არასოდეს დაუდგენია ვინმე ეკლესიის ხილულ წინამძღოლად, ამიტომ ასეთი წინამძღოლი არ არსებობს და არც შეიძლება იყოს ვინმე, მათ შორის ქალაქ რომის ეპისკოპოსიც.
1528.რა მიზნით აღმოცენდა სწავლება გარდაუვალი აუცილებლობის შესახებ უმაღლესი ხილული წინამძღოლის არსებობისა ქრისტეს ეკლესიაში?
აღმოცენდა იმის გამო, რომ დაკნინდა რწმენა ეკლესიის უხილავი თავის, ანუ უფალ იესო ქრისტეს მიმართ, რომელიც ჰგიებს და მოქმედებს ეკლესიაში. აგრეთვე მის მიმართ სიყვარულის დაკნინების გამო.
1529.ვინ უნდა ვირწმუნოთ ეკლესიის ერთადერთ უმაღლეს წინამძღვრად?
უნდა ვირწმუნოთ ეკლესიის მხოლოდ ერთადერთი უხილავი წინამძღოლი ისევე, როგორც გწამს ღმერთი, თუმცა მას ვერ ვხედავთ. ეს წინამძღოლი მხოლოდ და მხოლოდ უფალი იესო ქრისტეა, რომელიც არის ერთადერთი, წმიდა, უბიწო და მარადი მღვდელმთავარი და ჩვენი უმაღლესი სულიერი მწყემსი (ეფ.1,22-23; კოლ.1,18; ებრ.3,1; 4,14; 5,5-6; 7,26).
1530.წმიდა მოციქულთა აღსრულების შემდეგ, ვის აქვს ზოგადსაეკლესიო ხასიათის საკითხთა გადაწყვეტის უფლება?
ზოგადსაეკლესიო ხასიათის საკითხების გადაჭრის უფლება აქვს მსოფლიო საეკლესიო კრებებს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები