ავტორი:
წმ. იუსტინე(პოპოვიჩი)
თემა: ეკლესია
295. საიდან დაედო დასაბამი ეკლესიის ცხოვრებას?
ეკლესიის ცხოვრება, როგორც არსებობა ქრისტეს ღმერთკაცობრივი სხეულისა, დაიწყო სულიწმიდის გარდამოსვლით და საუკუნოდ გრძელდება მისი მუნმყოფობით ეკლესიაში, რადგან მხოლოდ სულიწმიდით და სულიწმიდის მიერ არის ეკლესია – სხეული ქრისტესი.