თემა: ეკლესია
595. რა არის საკურთხეველი?
საკურთხეველი არის და ითქმის ბაგად და საფლავად უფლისა. საკურთხეველი არის მსგავსება ზეციური და გონისმიერი საკურთხეველისა; აქ მიწის მკვიდრი და ხორციელი მღვდლები სახეობრივად გვიცხადებენ უნივთო და ზენა ძალთა გონისმიერ და ღვთისმსახურ იერარქიებს, აქვე წარუდგებიან და მარადიულად მსახურებენ ისინი უფალს. საკურთხეველი არის სალხინებელი, მსგავსი ქრისტეს წმინდა საფლავისა, სადაც სრულდება მსხვერპლშეწირვა ცოდვათა ჩვენთათვის. თვით ქრისტემ საკურთხეველში მსხვერპლად მიუძღვნა თავისი თავი ღმერთსა და მამას, როდესაც ტარიგის მსგავსად შეიწირა მისი სხეული. მან, როგორც მღვდელმთავარმა და ადამიანის შვილმა, შეწირა კიდეც და თვითონვე შეიწირა მისი სხეული. მან, როგორც მღვდელთმთავარმა და ადამიანის შვილმა, შეწირა კიდეც და თვითონვე შეიწირა, როგორც საიდუმლო და უსისხლო მსხვერპლი. სიტყვისმიერი მსახურებით წმინდად ემსხვერპლა იგი მორწმუნეებს. მის მიერ ვეზიარეთ საუკუნო და უკვდავ ცხოვრებას.