ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ეკლესია
332. სასარგებლოა თუ არა ჩვენი სულისათვის ეკლესიაში შესვლა ისეთ დროს, როცა იქ არ აღესრულება ღვთისმსახურება?
მოდი, არა მარტო ისეთი შეკრების ჟამს, როცა წმიდა წერილი და მამათა სწავლებანი იკითხება, არამედ ნებისმიერ დროს, მხოლოდ შემოდი წინაკარში და იმწუთშივე გადასდებ ყოველნაირ ამაო საზრუნავს. დადექი კარიბჭესთან და შენს სულში რაღაც სულიერი ნიავი დაბერავს. ეს სიჩუმე შიშს ჩაგაგონებს და სიბრძნისმოყვარებას გასწავლის, გონებას გაგინათებს, დღევანდელობას მიგავიწყებს, მიწიდან ზეცაზე აგიყვანს.