თემა: ეკლესია

1562.როგორ იმართება ადგილობრივი ან ეროვნული ეკლესიები საკუთარ ეპისკოპოსთა კრებულის მიერ?
იმართება შემდეგნაირად:
    1. ეპისკოპოსები ჟამითი ჟამად იკრიბებიან და გამოქავთ ადგილობრივი ეკლესიის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტიებები.
     2. ეპისკოპოსთა კრებული ირჩევს ადგილობრივი ეკლესიის პიველიერარქს, რომელიც წვევს ეპისკოპოსებს სხდომებზე და ზრუნავს, რათა ამ სხდომებზე მიღებული დადგენილებები მიღებული წესის თანახმად გამოქვეყნდეს და შესრულდეს, აგრეთვე იმაზე, რომ მთელს ადგილობრივ ეკლესიაში წესრიგი სუფევდეს.
1563.რა ეწოდება ადგილობრივი ეკლესიის პიველ იერარქს?
ეწოდება პატრიარქი ან მიტროპოლიტი.
1564.ადგილობრივი ეკლესიის პირველ იერარქს მხოლოდ ეპისკოპოსთა კრებული ირჩევს?
არა მარტო ეპისკოპოსთა კრებული, არამედ სასულიერო პირთა და კეთილმორწმუნე ერისკაცთა წარმომადგენლებიც ირჩევენ.
1565.ვინ ეხმარება ადგილობრივი ეკლესიის პირველიერარქს ეკლესიის მართვაში?
ეხმარება სამი ან მეტი ეპისკოპოსისგან შემდგარი წმიდა სინოდი.
1566.ვის წინაშეა პასუხისმგებელი ადგილობრივი ეკლესიის მეთაური (პირველიერარქი)?
ადგილობრივი ეკლესიის მეთაური (პირველიერარქი) პასუხისმგებელია ღმერთისა და ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებულის წინაშე.
1567.ირღვევა თუ არა ქრისტეს ეკლესიის ერთიანობა ღმრთისმსახურების აღვლენისას ენობრივი განსხვავებულობის გამო?
არ ირღვევა.
1568.მაშ რითი ირღვევა ეკლესიის ერთიანობა?
ირღვევა:
     1.მწვალებლური მოძღვრებით,
     2.მტრობითა და ძალაუფლების მოყვარეობით,
     3.ურჩობითა და განხეთქილებით.
1569.სწორი იქნებოდა, რომ ერთ ეროვნულ ეკლესიას სხვა ხალხებისთვის თავს მოეხვია საკუთარი საღმრთისმსახურო ენა?
არ იქნებოდა, რამეთუ მსგავსი ძალდატანება
     1.იქნებოდა ამაყი ზვაობა და სხვათა დამცირება;
     2.ავნებდა რელიგიურ ცხოვრებას, რამეთუ უცხო და გაუგებარი ენის გამოყენება აკნინებს რელიგიურ ცხოვრებას.
1570.რომელი ეკლესია ინახავს ურყევად წმიდა მოციქულთა დროეინდელი ეკლესიის მოძღვრებას?
ურყევად იმარხავს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც გაიგივებულია განუტოფელი ქრისტეს ეკლესიასთან და მისი ერთგული მემკვირდეა.
    განმარტება:
    I.პავლე მოციქული ეკლესიის ერთიანობის შესახებ ამბობს: ,,გლოცავ თქუენ, რაითა ღირსად ხვიდოდით ჩინებითა მით, რომლითა იჩინენით, ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა და სულგრძელებითა, თავს იდებდით ურთიერთარს სიყვარულითა, ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკრველით მით მშვიდობისაითა. ერთ ხორც სა ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისაითა. ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლის-ღება, ერთ არს ღმერთი და მამაი ყოველთაი, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩვენ ყოველთა შორის” (ეფ.4,1-6).
    II.Iოანე მოციქულს გამოცხადებაში მოჰყავს მცირე აზიის შემდეგი ადგილობრივი ეკლესიები: ეფესოს, სმირნის, პერგამოსის, თიატირის, სარდის, ფილადელფიის და ლაოდიკიის (გამოცხ.2,1; 2,8; 2,12; 2,18; 3,1; 3,7; 3,14). ყველა ისინი, რა თქმა უნდა, მიეკუთნებოდა ქრისტეს ერთიან ეკლესიას, რამდენადაც აღიარებდნენ ერთ მრწამსს.
    III.ღმრთისმსახურების ენის შესახებ პავლე მოციქული წერს: ,,ეგრეცა თქუენ ენისა მიერ უკუეთუ არა-გამოცხადებულად სიტყუაი იგი გამოსცეთ, ვითარ საცნაურ იქმნეს თქმული იგი? რამეთუ იყვნეთ ვითარცა ჰაერსა მეტყუელნი. ესოდენნი სახენი თესლადნი ხმათანი არიან სოფელსა შინა და არცა ერთი მათგანი არს უხმო, უკუეთუ არა ვიცოდი ძალი იგი ხმისაი მის, ვიყო მე მეტყუელისა მის ჩემისა, ვითარცა სხვაი ენაი, და რომელი-იგი მეტყოდეს მე – ვითარცა სახუაი ენაი” (Iკორ.14,9-11).
    IV.ყველა ადგილობრივი და ეროვნულ ეკლესიათა სულიერი ერთობა დღემდე ვერ შენარჩუნდა, იმდენად, რამდენადაც დასავლეთის ეკლესიაში შუა საუკუნეებში შემოღებულ იქნა ახალი სწავლება, კერძოდ კი ის, რომ სული წმიდა გამოვალს მამისაგან და ძისაგან, რომ წმიდანები იმაზე მეტ დამსახურებას ჰპოვებდნენ, ვიდრე მათთვის იყო საჭირო, რის წყალობითაც წარმოიქმნა დამსახურებათა კიდობანი, საიდანაც გასცემენ ინდულგენციებს, რომ ქალაქ რომის ეპისკოპოსი ეკლესიის ხილული თავია, რომ მას უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე მსოფლიო კრებას და რომ ყველა ადგილობრივი და ეროვნული ეკლესია ვალდებულია დაემორჩილოს მას; რომ ამ ეპისკოპოსს აქვს უფლება იყოს სახელმწიფოს საერო მმართველიც და რომ მას საერო საკითხებში უმაღლესი ძალაუფლებაც ეკუთვნის, უფრო დიდი, ვიდრე რომელიმე სახელმწიფოს მმართველს (მეთაურს); შემდეგში საღმრთო ლიტურღიიდან ამოიღეს ეპიკლეზია. Nაცვლად გაფუებული პურისა შემოღებულ იქნა ხმიადი; ნაბრძანები იქნა მორწმუნენი ეზიარებინათ მხოლოდ პურის სახით; ყველა მღვდელს აეკრძალა ქორწინების წმიდა საიდუმლოში მონაწილეობა. ეს ახალი სწავლებანი სრულიად იქნა უარყოფილი აღმოსავლური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, რის შედეგადაც 1054 წელს განხეთქილება მოხდა აღმოსავლეთის ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებსა და რომის ეკლესიას შორის. ეკლესიათა გაყოფის შემდეგ რომის ეკლესიამ უფრო მეტად გააღრმავა ეს სიახლენი. XVI საუკუნეში უარყო რა ეს სიახლეები, მას გამოეყო ქრისტიანობის დიდი ნაწილი, რომელბმაც ჩამოაყალიბეს ევანგელისტური ანუ პროტესტანტულ ეკლესია; მაგრამ ეს ეკლესია კიდევ უფრო შორს წავიდა მართლმადიდებლობასთან წიააღმდეგობაში, ვიდრე რომის ეკლესია იმ მიმართებისთ, რომ უარყო ზეპირი გადმოცემა და განაცხადა, რომ ის ცნობს მხოლოდ წმიდა წერილს. ამ ახალი გაყოფის შემდეგ რომის ეკლესიამ კიდევ უფრო მეტი სიახლეები შემოიღო და 1870 წელს ვატიკანში, სადაც რომის ეპიკოპოსის, ანუ პაპის სამყოფელია, გამართულ კრებაზე ხმამხაღლა გამოაცხადა პაპის უცთომელობის შესახებ, რწმენისა და ზნეობის საქმეებში. Uახლოეს ხანში კვლავ მოხდა ქრისტიანობის დაქუცმაცება ახალი რელიგიური საზოგადოებების აღმოცენებით, რომლებიც მართალია თავის თავს ეკლესიებს უწოდებენ, მაგრამ მას არ წარმოადგენენ იმის გამო, რომ მათ დიდ ნაწილს არ სწამს უფალ იესო ქრისტეს ღმრთიური წარმოშობა. განხეთქილებების შედეგად ასეთი დაქუცმაცება არ პასუხობს უფალ იესო ქრისტეს ნებას, ამიტომ ბევრი ქრისტიანი ცდილობს ლოცვით, სიყვარულითა და ერთობლივი ურთიერთობით მოამზადოს საეკლელიო ერთიანობის განახლება. ამის წინაპირობას წარმოადგენს პირველდაწყებით სარწმუნოებრივ მოძღვრებასთან და ეკლესიის ორგანიზაციასთან დაბრუნება.
    V.ამჟამად მართლმადიდებელი ეკლესია შედგება ადგილობრივი ავტოკეფალური (დამოუკიდებელი) მართლმადიდებელი ეკლესიებისაგან, ერთ-ერთი ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციას დაქვემდებარებულ საეგზარქოსოებისაგან და ერთ-ერთი ავტოკეფალური ეკლესიიდან წარგზავნილი მამებისაგან. ამჟამად ავტოკეფალური (დამოუკიდებელი) ეკლესიებია: კონსტანტინოპილისა, ალექსანდრიისა, ანტიოქიისა, იერუსალიმისა, რუსეთისა, საქართველოსი, სერბეთისა, რუმინეთისა, ბულგარეთისა, ელადისა, კვიპროსისა, პოლონეთისა, ალბანეთისა და ჩეხეთისა. ჩალკეული ავტოკეფალური ეკლესიების საეგზარქოსოები არის გერმანიაში, საფრანგეთში, შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში. ჩალკეული მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების მისიებია ჰოლანდიაში, იაპონიაში, უნგრეთში, ინგლისში, საფრანგეთში, აფრიკასა და ავსტრიაში.
    VI.ყველაზე დიდი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია რუსულია. მან არათუ მოიცვა ყოფილი სსრკ-ს მთელი ევროპული ნაწილი, არამედ დიდი წარმატებით ეწეოდა და ეწევა სამისიონერო საქმიანობას აზიის ხალხთა შორის. ჩდილობენ ამტკიცონ, რომ თითქოს რუსული ეკლესიის მეთაური რუსეთის იმპერატორი იყო, ეს არასწორია. ღამდენადაც რუსული ეკლესია მიეკუთვნება ქრისტეს ერთიან ეკლესიას, მისი თავი ყოველთვის იყო და არის უფალი იესო ქრისტე. მას მართავს ეპისკოპოსთა კრება.
    VII. ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ან მიტროპოლიტი არ არის მეთაური იმ თვალსაზრისით, რომ ეკლესიის თავი უფალი იესო ქრისტეა, როგორადაც ითვლება რომის ეკლესიაში რომის ეპისკოპოსი ანუ პაპი. მართლმადიდებელი პატრიარქების, მიტროპოლიტების (და მთავარეპისკოპოსების) უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივი ეკლესიის მმართველობაზე, ანუ მასში წესრიგის დაცვაზე, ანუ მის წარმომადგენლობაზე. ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურთაგან არავინ არ ითვლება და არც თავად ისინი თვლიან თავს უცოდველად; თითოეული მათგანი პასუხისმგებელია თავისი ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპოსთა კრების წინაშე და შეიძლება ჩამოერთვას ხარისხი კრების მიერ იმ შემთხვევაში, თუ სერიოოზულად დააშავებს თავისი მოვალეობის აღსრულებას.
    VIII. მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ გამოითქმოდა და დღემდე გამოითქმის მრავალი არასწორი განსჯა. მაგრამ უკანასკნელ ხანს მის დამსახურებათა აღიარებას სხვა სარწმუნოების მიმდევარნიც იწყებენ. განსაკუთრებიტ გერმანელი ევანგელისტური ეკლესიის ღმრთისმეტყველნი, რამდენადაც მათ შეძლეს ახლოს გაცნობოდნენ მართლმადიდებელ ეკლესიას, მასზე მშვენიერი გამოხმაურება აქვთ. ხედავენ მასში ჩვენი დროეის ქრისტიანთათვის განახლების წყაროს (ფრ. გეილერი), ელიან მისგან სულიერ დახმარებას დასავლეთის ეკლესიისთვის და ღიად აცხადებენ, რომ მართმადიდებელმა ეკლესიამ დაიცვა ტრადიციები, ე.ი. მოციქულთა ზეპირი გადმოცემები და რომ ის უშუალოდ ეყრდნობბა ეკლესიის მამათა სწავლებას და უძველეს ქრისტიანულ დოღმებს (გ.ერენბერგი). მართმადიდებელი ეკლესიის ეს შინაგანი ღირებულება არავითარ შემთხვევაში არ კნინდება იმით, რომ ის ქრისტიანულ სამყაროში უმცირესობას წარმოადგენს. შიმრავლე ჭეშმარიტების წინდი არ არის. ძველი აღთქმის ეპიქაში იყო დროები, როცა ხალხის მხოლოდ მცირე უმცირესობა რჩებოდა ღმრთის ერთგული, და ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში ეს მოვლენა რამდენჯერმე განმეორდა. არიოზელობის გაფურჩქვნის წლებში, რომელმაც უარყო უფალ იესო ქრისტეს ღმრთიური წარმომავლობა, ანდა მონოთელიტობის დროს, რომელიც სრულიად არ ცნობდა უფალ იესო ქრისტეს ადამიანურ ბუნებას, ან ხატთმბრძოლობის დროს, როცა იმჟამინდელ ქრისტიანთა მხოლოდ უმცირესობა იცავდა სიმართლეს, რომელმაც ბოლოს და ბოლოს გაიმარჯვა. ეკლესიის ისტორიისთვის რომელიც დამარადისოდ იცოცხლებს, მნიშვნელობა არა აქვს რამდენიმე საუკუნეს და თვითათასწლეულსაც. ღაც დღეს უმცირესობაშია, შეიძლება ათასი წლის შემდეგ უმრავლესობაში მოექცეს და პირიქით. უპირველესად უმთავრესი და აუცილებელია იმ ჭეშმარიტების ხმამაღალი აღიარება, რომელიც წმიდა ზეპირი გადოეცემებით და წმიდა წერილით მრკიცდება. ყოველივე ცვალებადია, მხოლოდ ქრისტეს ჭეშმარიტებაა მარადიული.
    IX.თუ მართმადიდებელი ეკლესია სიახლეების წინააღმდეგია, ეს არ ნიშნავს პროგრესისადმი წმინააღმდეგობას. პროგრესი პირველსაწყისის შინაგან და გარეგან ზრდას ნიშნავს. შიახლე კი ხშირად ამ პირველსაწყისის ფესვებს ეწინააღმდეგება.უფალ იესო ქრისტეს ღმრთაებრივი წარმოშობა სრულიად არ წაემოადგენს ,,პროგრესულ ქრისტიანობას” (ეს უკანასკნელი შეიძლება მიღწეულ იქნას ქრისტიანული ეკლეიის განვითარებით), სინამდვილეში ის თვით ქრისტიანობიდან გადახვევაა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები