მიხედე, ძმაო, რა ბეჯითად და მტკიცედ ასრულებენ მშობელნი ქრისტესნი ყოველთა წესთა და საღმრთოთა ჩვეულებათა. მაცხოვარი იესო ქრისტე იყო ძე ღვთისა; მისთვის რა საჭირო იყო მისვლა ტაძარში და შეწირვა მსხვერპლისა?! გარნა ეს ჰქმნა მან, რათა მო...
იხილეთ სრულად
მიხედე, ძმაო, რა ბეჯითად და მტკიცედ ასრულებენ მშობელნი ქრისტესნი ყოველთა წესთა და საღმრთოთა ჩვეულებათა. მაცხოვარი იესო ქრისტე იყო ძე ღვთისა; მისთვის რა საჭირო იყო მისვლა ტაძარში და შეწირვა მსხვერპლისა?! გარნა ეს ჰქმნა მან, რათა მოგვცეს ჩვენ სახე, რათა ჩვენ გვახსოვდეს ყოველნი სჯულის დებანი და საღმრთონი ჩვეულებანი და მტკიცედ ვასრულებდეთ მას. გარდა ამისა ეს ჰაზრიც დაუმატე: იესო ქრისტე მოვიდა ქვეყანაზე მისთვის, რათა გააუქმოს ძველი სჯული და მოგვცეს ჩვ...
„არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა ესე მეზვერე“– ამბობს ფარისეველი (ლუკა 18.11). ეს სიტყვები გამოაჩენენ ფარისევლობის ხასიათსა ანუ მისსა თვისებასა. ეს თვისება არის შეურაცხყოფა, ანუ დაკნინება მოყვასისა: არა ვარ ვითარცა სხვა...
იხილეთ სრულად
„არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა ესე მეზვერე“– ამბობს ფარისეველი (ლუკა 18.11). ეს სიტყვები გამოაჩენენ ფარისევლობის ხასიათსა ანუ მისსა თვისებასა. ეს თვისება არის შეურაცხყოფა, ანუ დაკნინება მოყვასისა: არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი... მე არ ვემსგავსები სხვათა კაცთა, მე სხვაზედ უმჯობესი ვარ, სხვანი ცუდნი არიან.
როდესაც შენ მოჰყვები და იწყებ ვრცლად გამოკითხვასა მოყვასთა შენთასა, მჭერმეტყველად აღწერ მათთა შეცდომათა და სიცუდესა, დასცინი მათთა საქმეთა და თვისებათა, – მაშინ შენ საუბარში ისმის რაღაც მსგავსი ფარისევლის სიტყვისა, თითქოს იმას ამტ...
იხილეთ სრულად
როდესაც შენ მოჰყვები და იწყებ ვრცლად გამოკითხვასა მოყვასთა შენთასა, მჭერმეტყველად აღწერ მათთა შეცდომათა და სიცუდესა, დასცინი მათთა საქმეთა და თვისებათა, – მაშინ შენ საუბარში ისმის რაღაც მსგავსი ფარისევლის სიტყვისა, თითქოს იმას ამტკიცებ, რომ შენ არა ხარ მსგავსი იმ კაცისა, რომელსა განიკითხავ, შენ ისრეთ არ შესცდები, შენ ჭკვიანი ხარ... სწორეთ ესრეთი ჰაზრი გამოდის ხშირად შენის საუბრისაგან. იქმნება შენ თითონაც არა გრძნობ ამას, მაგრამ ფრთხილად იყავი: ფა...
ფარისეველი ესრეთ განაგრძობდა თავის გულში ლოცვას: ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა. ვაიმე, ძმაო, რა საშინელი და ზარ–დამცემი ჰაზრი გამოდის სიტყვათა ამათგან! თურმე მარხვა და მსხვერპლის შეწირვა ო...
იხილეთ სრულად
ფარისეველი ესრეთ განაგრძობდა თავის გულში ლოცვას: ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა. ვაიმე, ძმაო, რა საშინელი და ზარ–დამცემი ჰაზრი გამოდის სიტყვათა ამათგან! თურმე მარხვა და მსხვერპლის შეწირვა ორნაირი ყოფილა! თურმე მარხვაცა და მსხვერპლის შეწირვაცა ზოგჯერ გამოდის არა სინანულისა და ღვთისმოყვარებისა, არამედ ამარტავნებისაგან! თურმე შესაძლებელ არის მარხვაცა და მსხვერპლის შეწირვაცა ნიშნავდეს და მოასწავებდეს არა მადლ...
რაი არს და რას ნიშნავს ჭეშმარიტი მარხვა და მსხვერპლის შეწირვა? მეტი არაფერი, მხოლოდ გლოვა, მონანება, შეწუხება, ტირილი და ღვთის ვედრება. როდესაც კაცი ჭეშმარიტად მარხულობს, ამითი ნიშნავს, რომ იგი არის შეწუხებული ცოდვათა თვისთათვის.
აჰა, ძმაო, კიდევ ერთი ხაზი ანუ ნიშანი ფარისევლის სახისა. იგი თუ რაიმეს იქმს, მხოლოდ გარეშეობით და მოჩვენებით. თუ მარხულობს, მხოლოდ კაცთა საჩვენებლად; მსხვერპლს შესწირავს და გლახაკს მისცემს მოწყალებას მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვანი დ...
იხილეთ სრულად
აჰა, ძმაო, კიდევ ერთი ხაზი ანუ ნიშანი ფარისევლის სახისა. იგი თუ რაიმეს იქმს, მხოლოდ გარეშეობით და მოჩვენებით. თუ მარხულობს, მხოლოდ კაცთა საჩვენებლად; მსხვერპლს შესწირავს და გლახაკს მისცემს მოწყალებას მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვანი დაინახავენ და ესრეა ყოველ საქმეში და ქცევაში. თუ ლაპარაკში იგი გარწმუნებს, რომ არის მეგობარი და კეთილის მსურველი, ნუ დაუჯერებ; როდესაც მწუხარითა სახითა გელაპარაკება რომელსამე ცოდვასა და უსამართლობასა ზედა, ვითომც მას ეძაგ...
რაოდენი არიან ესრეთნი პირნი ჩვენ შორის, რომელნი მრისხანითა სახითა და ფიცხელთა სიტყვათა შინა განიკითხავენ მოყვასთა თვისთა; გაიგონებ რა, იფიქრებ: ამაზედ უმჯობესი კაცი არ არისო, ამას ყოველი ცუდი საქმე ეძაგებაო; გარნა ვინ იცის, იქმნებ...
იხილეთ სრულად
რაოდენი არიან ესრეთნი პირნი ჩვენ შორის, რომელნი მრისხანითა სახითა და ფიცხელთა სიტყვათა შინა განიკითხავენ მოყვასთა თვისთა; გაიგონებ რა, იფიქრებ: ამაზედ უმჯობესი კაცი არ არისო, ამას ყოველი ცუდი საქმე ეძაგებაო; გარნა ვინ იცის, იქმნება მას არ ჰქონდა შემთხვევა, თორემ პირველი იგივე აღასრულებდა იმ საქმეს, რომელსაცა ეგრეთ განიკითხავს. მაგალითებრ, რავდენი იქმნება ჩვენ შორის ისრეთი პირი, რომ, როდესაც შემთხვევა არა აქვს და არ შეუძლიან ქრთამის აღება, მაშინ გ...
ფარისევლობ ყოველთვინ, ოდესაც ითმენ შენ გულში სიყალბესა და სიცრუესა, არა ისე ლაპარაკობ და მოქმედებ, როგორადაც მოითხოვს შენი სვინიდისი და ჭკუა, არამედ სიცრუით და სიყალბით.
ვთქვათ, რომ შენ ხარ, ძმაო, ერთი ხელმწიფის მოსამსახურე, ანუ ჩინოვნიკი და საუბედუროდ ქრთამს იღებ. სვინიდისი კი გამხილებს, რომ არ ვარგა ეს, მაგრამ შენ ესრეთ აჩუმებ მას: რა ვქნაო, ცოტა ჯამაგირი მეძლევაო, ცოლ–შვილს რჩენა უნდაო, სხვანი ...
იხილეთ სრულად
ვთქვათ, რომ შენ ხარ, ძმაო, ერთი ხელმწიფის მოსამსახურე, ანუ ჩინოვნიკი და საუბედუროდ ქრთამს იღებ. სვინიდისი კი გამხილებს, რომ არ ვარგა ეს, მაგრამ შენ ესრეთ აჩუმებ მას: რა ვქნაო, ცოტა ჯამაგირი მეძლევაო, ცოლ–შვილს რჩენა უნდაო, სხვანი ჩემზედ უარესად იღებენო, სუყველანი ასრე შვრებიანო, მე მართალ მხარეს მაინც ვიმსახურებო, სხვანი მართალ და მტყუან მხარეს გამოაგლეჯენო. რა არის ესრეთი თავის გამართლება, თუ არა ფარისევლობა?