
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
ფარისევლობა
აჰა, ძმაო, კიდევ ერთი ხაზი ანუ ნიშანი ფარისევლის სახისა. იგი თუ რაიმეს იქმს, მხოლოდ გარეშეობით და
აჰა, ძმაო, კიდევ ერთი ხაზი ანუ ნიშანი ფარისევლის სახისა. იგი თუ რაიმეს იქმს, მხოლოდ გარეშეობით და მოჩვენებით. თუ მარხულობს, მხოლოდ კაცთა საჩვენებლად; მსხვერპლს შესწირავს და გლახაკს მისცემს მოწყალებას მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვანი დაინახავენ და ესრეა ყოველ საქმეში და ქცევაში. თუ ლაპარაკში იგი გარწმუნებს, რომ არის მეგობარი და კეთილის მსურველი, ნუ დაუჯერებ; როდესაც მწუხარითა სახითა გელაპარაკება რომელსამე ცოდვასა და უსამართლობასა ზედა, ვითომც მას ეძაგებოდეს ის უსამართლობა, ნუ დარწმუნდები; უთუოდ იგი არის პირველი მოქმედი იმ უსამართლობისა.
|