პაისი მთაწმინდელი - სალოსობა
პაისი მთაწმინდელი

თემა: სალოსობა,  თვალთმაქცობა

წმიდაო მამაო, რამდენი განდეგილია წმიდა მთაზე?

არ ვიცი, ამბბობენ, რომ - შვიდი. ბოლო წლებში მოღვაწეობისათვის, წყნარი, მშვიდი ადგილის მონახვა მეტად გაჭირდა. ამიტომ, ვიდრე წმიდა მთაზე მარტოდცხოვრებულთა მონასტრები კიდევ არსებობდა, ზოგიერთი ბერი ახერხებდა, რომ მოღვაწეობისათვის გარკვეული პირობები მოენახა. მაგალითად, გარკვეული ხნით, რომელიმე ადგილას მოღვაწეობის შემდეგ ისინი ბოლოს იტყოდნენ: "არა, აქ რაღაც ისე ვერ ვარ, წავალ და რომელიმე მარტოდცხოვრბულთა მონასტერში ვიშრომებ, ფულს დავაგროვებ". გარშემომყოფები იჯერებდნენ, რასაც ის ამბობდა. მოღვაწე გადადიოდა მარტოდცხოვრებულთა მონასტერში, იქ სამი-ოთხი თვე იმუშავებდა, მერე კი ხელფასის სერიულ მომატებას ითხოვდა, როდესაც ამაზე უარს ეტყოდნენ, იგი ამბობდა: "ასე მუშაობა კარგს არაფერს მომიტანს, მივდივარ"! აიღებდა ცოტაოდენ ორცხობილას, წავიდოდა მონასტრიდან, რომელიმე გამოქვაბულს შეაფარებდა თავს და მოღვაწეობას დაიწყებდა. მონასტერში დარჩენილებს კი ექმნებოდათ შთაბეჭდილება, რომ მან სხვაგან იშოვა სამუშაო, როდესაც მათ ჰკითხვდნენ - ესა და ეს მამა სად არისო, ისინი მიუგებდნენ: "დიახ, აქ იყო, მაგრამ რა წუნია აღმოჩნდა! აქ ფულის დასაგროვებლად მოვიდა, ხელფასის მომატებას ითხოვდა, წარმოიდგინეთ ბერი და - ფულის მომატებას ითხოვს! აბა რა ბერი ის იყო"?! - მოღვაწე კი ამგვარად ორმაგ სარგებელს იღებდა: მოღვაწეობისა და ცრუ ბრალდების მეშვეობით. ამას ემატებოდნენ ქურდებიც, რომლებიც, როდესაც შეიტყობდნენ, რომ მას ფული ჰქონდა, გამოქვაბულში მიუცვივდებოდნენ, სცემდნენ, მაგრამ ვერაფერს პოულობდნენ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები