ჭეშმარიტი ლოცვა არა მდგომარეობს მრავალსიტყვაობასა შინა, არცა მრავალ მუხლმოდრეკასა, არცა ხელთა აღპყრობასა, არცა მხოლოდ პირჯვრის წერასა, არცა სხვათა ამის მსგავსთა გარეგანთა მოქმედებათა. ესენი არიან მხოლოდ ნიშანნი და სახენი ლოცვისანი...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ლოცვა არა მდგომარეობს მრავალსიტყვაობასა შინა, არცა მრავალ მუხლმოდრეკასა, არცა ხელთა აღპყრობასა, არცა მხოლოდ პირჯვრის წერასა, არცა სხვათა ამის მსგავსთა გარეგანთა მოქმედებათა. ესენი არიან მხოლოდ ნიშანნი და სახენი ლოცვისანი; შეიძლება რომ იგინი ჰქონდეს კაცს და ჭეშმარიტი ლოცვა კი არ იცოდეს.
ჭეშმარიტი ლოცვა არის პირველად თავის ცნობა, თავის სულიერი მდგომარეობის შეტყობა, როდესაც კაცი თვისითა ჰაზრითა და გონებითა მიბრუნდება თავის თავისკენ, გამოიკვლევს თვისის საკუთარის სულიერის ცხოვრების სახესა, შეიტყობს თვისსა შემცოდაობას...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ლოცვა არის პირველად თავის ცნობა, თავის სულიერი მდგომარეობის შეტყობა, როდესაც კაცი თვისითა ჰაზრითა და გონებითა მიბრუნდება თავის თავისკენ, გამოიკვლევს თვისის საკუთარის სულიერის ცხოვრების სახესა, შეიტყობს თვისსა შემცოდაობასა, ცხადად დაინახავს თვისსა სიგლახაკესა, შეშინდება თვისისა უღირსებისაგან, შეწუხდება და იურვის, უნებლივად მიმართავს ღვთისადმი, სული და გული მისი უნებლივად მიიქცევა ზეციერისა მამისა მიმართ. ვინც ესრეთ კეთილად გამოიკვლევს თა...
ჭეშმარიტი ლოცვა არის ღვთის ძებნა; იგი არის მოძრაობა და მისწრაფება კაცის სულისა ზეციერისა მიმართ მამისა. ჭეშმარიტ ლოცვაში კაცის სული თითქმის გამოვა ხორცთაგან და შევა ცათა შინა. მაშინ იგი ცხადად ჰგრძნობს ღვთის სიახლოვეს და არათუ სია...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ლოცვა არის ღვთის ძებნა; იგი არის მოძრაობა და მისწრაფება კაცის სულისა ზეციერისა მიმართ მამისა. ჭეშმარიტ ლოცვაში კაცის სული თითქმის გამოვა ხორცთაგან და შევა ცათა შინა. მაშინ იგი ცხადად ჰგრძნობს ღვთის სიახლოვეს და არათუ სიახლოვესა, არამედ მასთან ერთობას. როდესაც კაცის გულში გაჩნდება მადლი ჭეშმარიტისა ლოცვისა, მაშინ გული მისი ადუღდება და როგორც მშიერი კაცი პურისა და მწყურვალე სასმელისა, ეგრეთვე იგი ეძიებს მადლსა და ლხინებასა ღვთისადმი. ამ მ...
როგორითაც ხორციელი ცხოვრება კაცისა შესდგება ორით: ჰაზრითა და მოქმედებითა, ეგრეთვე სულიერი ცხოვრება შედგება ლოცვითა და საქმითა. ის ლოცვა არ არის ჭეშმარიტი ლოცვა, რომელიც არ გარდაიქცევა კეთილ საქმედ. მაშასადამე, ყოველი კეთილი და წმი...
იხილეთ სრულად
როგორითაც ხორციელი ცხოვრება კაცისა შესდგება ორით: ჰაზრითა და მოქმედებითა, ეგრეთვე სულიერი ცხოვრება შედგება ლოცვითა და საქმითა. ის ლოცვა არ არის ჭეშმარიტი ლოცვა, რომელიც არ გარდაიქცევა კეთილ საქმედ. მაშასადამე, ყოველი კეთილი და წმიდა ჰაზრი, რომელიც გაჩნდება შენ გულში, ლოცვისაგან არის და ლოცვა არის; ყოველი კეთილი და წმიდა საქმე, რომელს შენ იქმ ღვთის გულისათვის და მისი სიყვარულისათვის, ლოცვა არის, ვინაიდან არის ნაყოფი ლოცვისა.
აჰა, ძმანო, რა დიდი და მძიმე საქმე არის ლოცვა ჭეშმარიტი, და რაოდენსა მოითხოვს იგი შენგან ღონესა და ძალასა. როდესაც წარმოიდგენთ, რა მძიმე საქმე არის ჭეშმარიტი ლოცვა, უნებლივად ვიფიქრებთ: ვის შეუძლია შეიძინოს იგი! გარნა შენ კი, ძმაო...
იხილეთ სრულად
აჰა, ძმანო, რა დიდი და მძიმე საქმე არის ლოცვა ჭეშმარიტი, და რაოდენსა მოითხოვს იგი შენგან ღონესა და ძალასა. როდესაც წარმოიდგენთ, რა მძიმე საქმე არის ჭეშმარიტი ლოცვა, უნებლივად ვიფიქრებთ: ვის შეუძლია შეიძინოს იგი! გარნა შენ კი, ძმაო, ადვილად უყურებ ამ საქმეს; შემოხვალ აქ (ეკლესიაში) დაფანტულითა ჰაზრითა და თან შემოიტან სოფელსა და, სოფლის ურვასა. ლოცულობ არა სულითა და გულითა, არამედ უფროსად ენითა და ხელითა. ამისთვისაც არის, რომ ლოცვა არ მოქმედობს შენ...
ლოცვა არის უღრმესი და უშინაგანესი მოძრაობა კაცის სულისა. ოდეს სული კაცისა არის ჭეშმარიტსა ლოცვასა შინა, მაშინ ყოველნი სხვანი მისნი ორგანონი და გრძნობანი არიან დადუმებულნი, ყოველნი მისი ჰაზრი და გრძნობანი არის შემოკრებილი და შეგროვ...
იხილეთ სრულად
ლოცვა არის უღრმესი და უშინაგანესი მოძრაობა კაცის სულისა. ოდეს სული კაცისა არის ჭეშმარიტსა ლოცვასა შინა, მაშინ ყოველნი სხვანი მისნი ორგანონი და გრძნობანი არიან დადუმებულნი, ყოველნი მისი ჰაზრი და გრძნობანი არის შემოკრებილი და შეგროვებული ერთსა წერტილსა შინა, მაშინ იგი სდგეს წინაშე ტახტისა დიდებისა ღვთისასა და იგი, ერთის მხრით, ჰგრძნობს და განიხილავს თვისსა განუზომელსა სიგლახაკესა და, მეორეს მხრით, განუზომელსა მოწყალებასა ღვთისასა, იგი ცხადად ჰგრძნო...
ნუ ჰგონებ, ძმაო ჩემო, რომ ჭეშმარიტი ლოცვა იყოს ერთი მხოლოდ უქმი გულის გრძნობა, განშორებული ყოვლისა საქმისაგან. არა! ჭეშმარიტი ლოცვა არის განმაცოცხლებელი და მიმზიდველი კაცის სულისა საქმისადმი კეთილისა. იგი გააღვიძებს კაცის გულში ყო...
იხილეთ სრულად
ნუ ჰგონებ, ძმაო ჩემო, რომ ჭეშმარიტი ლოცვა იყოს ერთი მხოლოდ უქმი გულის გრძნობა, განშორებული ყოვლისა საქმისაგან. არა! ჭეშმარიტი ლოცვა არის განმაცოცხლებელი და მიმზიდველი კაცის სულისა საქმისადმი კეთილისა. იგი გააღვიძებს კაცის გულში ყოველთა კეთილთა ჰაზრთა და განზრახვათა, და გააუქმებს და მოსწყვეტს კაცსა, რათა ადიდოს ღმერთი საქმითა მისითა.
ცოდვა მხოლოდ იქამდინ უფლებს გულსა შინა კაცისასა, ვიდრემდის კაცს გონება აქვს დაფანტული, ვიდრემდის იგი არ მოეგო თავსა თვისსა. გარნა ამაოდ ცდილობს კაცი ცოდვილი სრულიად დაივიწყოს თავი თვისი და დააჩუმოს სინიდისი; ამაოდ ფიქრობს იგი, რომ...
იხილეთ სრულად
ცოდვა მხოლოდ იქამდინ უფლებს გულსა შინა კაცისასა, ვიდრემდის კაცს გონება აქვს დაფანტული, ვიდრემდის იგი არ მოეგო თავსა თვისსა. გარნა ამაოდ ცდილობს კაცი ცოდვილი სრულიად დაივიწყოს თავი თვისი და დააჩუმოს სინიდისი; ამაოდ ფიქრობს იგი, რომელ ცოდვა დააკმაყოფილებს მას და სრულიად დაავიწყებს სახლსა და მამულსა მისის მამისასა, რომელსა განეშორა იგი. (იგულისხმება მაცხოვრის მიერ თქმული იგავი უძღებ შვილზე, შდრ. ლუკა 15. 11–32). მოვა ჟამი, ოდეს სული მისი, შექმნილი ხ...
კაცი ცოდვილი, მიიღებს რა ღვთისაგან სამკვიდრებელსა თვისსა, ესე იგი ჭკუასა, გონებასა, სიმართლესა, სულსა და ხორცსა და ყოველსა, რაიცა აქვს კაცსა, განეშორება მამასა თვისსა ზეციურსა და დაღუპავს ამათ ყოველთა ცოდვასა და უსჯულოებასა შინა.
შეიძლება, რომ ამ სოფლად იყოს კაცი ვინმე ღვთისმოყვარე, რომელი მარადის ემსახურება ღმერთსა და მარადის აღასრულებს მცნებათა მისთა, გარნა ითმენდეს ჭირსა და განსაცდელსა. შეიძლება, რომ მან ოდესმე იფიქროს გულსა შინა თვისსა: ღმერთო, მე ყოვე...
იხილეთ სრულად
შეიძლება, რომ ამ სოფლად იყოს კაცი ვინმე ღვთისმოყვარე, რომელი მარადის ემსახურება ღმერთსა და მარადის აღასრულებს მცნებათა მისთა, გარნა ითმენდეს ჭირსა და განსაცდელსა. შეიძლება, რომ მან ოდესმე იფიქროს გულსა შინა თვისსა: ღმერთო, მე ყოველთვის შენ გემსახურები, ყოველთვის ვასრულებ მცნებათა შენთა, გარნა არცა ერთი ნუგეში არ მომეც ქვეყანასა ზედა: „ესოდენი წელნი გმონე შენ და არასადა მცნებათა შენსა გარდავხედ და მე არა–სადა მომეც ერთი თიკანი, რათამცა მეგობართა ჩ...