წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: ლოცვა

ლოცვა არის უღრმესი და უშინაგანესი მოძრაობა კაცის სულისა. ოდეს სული კაცისა არის ჭეშმარიტსა ლოცვასა

ლოცვა არის უღრმესი და უშინაგანესი მოძრაობა კაცის სულისა. ოდეს სული კაცისა არის ჭეშმარიტსა ლოცვასა შინა, მაშინ ყოველნი სხვანი მისნი ორგანონი და გრძნობანი არიან დადუმებულნი, ყოველნი მისი ჰაზრი და გრძნობანი არის შემოკრებილი და შეგროვებული ერთსა წერტილსა შინა, მაშინ იგი სდგეს წინაშე ტახტისა დიდებისა ღვთისასა და იგი, ერთის მხრით, ჰგრძნობს და განიხილავს თვისსა განუზომელსა სიგლახაკესა და, მეორეს მხრით, განუზომელსა მოწყალებასა ღვთისასა, იგი ცხადად ჰგრძნობს, რომ ღმერთმა მიიღო მისი ლოცვა, შეიწყნარა იგი და აპატივა მას მისი უღირსება.
 
თემატური კითხვები
0