ჩვენ მრავალ სიტყვებს ვიტყვით ლოცვაში, მაგრამ ისინი არიან ცალიერი სიტყვა, უქმი ხმა. ვლოცულობთ ერთხელვე მიღებულითა ჩვეულებითა, დაფანტულითა გონებითა, არ ვფიქრობთ, რას ვიტყვით, ან რას ვიქმთ. ამისთვის ძვირად მივიღებთ მას, რასაც ვითხოვთ...
იხილეთ სრულად
ჩვენ მრავალ სიტყვებს ვიტყვით ლოცვაში, მაგრამ ისინი არიან ცალიერი სიტყვა, უქმი ხმა. ვლოცულობთ ერთხელვე მიღებულითა ჩვეულებითა, დაფანტულითა გონებითა, არ ვფიქრობთ, რას ვიტყვით, ან რას ვიქმთ. ამისთვის ძვირად მივიღებთ მას, რასაც ვითხოვთ ლოცვაში.
link
ჭეშმარიტი ლოცვა არა მდგომარეობს მრავალსიტყვაობასა შინა, არცა მრავალ მუხლმოდრეკასა, არცა ხელთა აღპყრობასა, არცა მხოლოდ პირჯვრის წერასა, არცა სხვათა ამის მსგავსთა გარეგანთა მოქმედებათა. ესენი არიან მხოლოდ ნიშანნი და სახენი ლოცვისანი...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ლოცვა არა მდგომარეობს მრავალსიტყვაობასა შინა, არცა მრავალ მუხლმოდრეკასა, არცა ხელთა აღპყრობასა, არცა მხოლოდ პირჯვრის წერასა, არცა სხვათა ამის მსგავსთა გარეგანთა მოქმედებათა. ესენი არიან მხოლოდ ნიშანნი და სახენი ლოცვისანი; შეიძლება რომ იგინი ჰქონდეს კაცს და ჭეშმარიტი ლოცვა კი არ იცოდეს.
link
ლოცვის ჟამს არ გმართებს საკუთარი სიტყვებით ბრძნობა, მაგრამ არც ლოცვით გამთბარი წრფელი გულიდან ამოსული სიტყვების შეკავება შეიძლება; რამეთუ ხშირად ბავშვური გულუბრყვილობა ესათნოება ზეციურ მამას. ასევე არ შეიძლება ლოცვისას მრავალსიტყვ...
იხილეთ სრულად
ლოცვის ჟამს არ გმართებს საკუთარი სიტყვებით ბრძნობა, მაგრამ არც ლოცვით გამთბარი წრფელი გულიდან ამოსული სიტყვების შეკავება შეიძლება; რამეთუ ხშირად ბავშვური გულუბრყვილობა ესათნოება ზეციურ მამას. ასევე არ შეიძლება ლოცვისას მრავალსიტყვაობა, რამეთუ საღმრთო წერილი თვალნათლივ გვარწმუნებს, რომ მეზვერემაც მოწყალე ჰყო უფალი და ავაზაკიც ცხონდა რწმენით წარმოთქმული რამდენიმე სიტყვით.
link
"ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა" (ლუკა 18.13). ბევრს სიტყვას ამბობს იგი; ნაცვლად სიტყვათა ოხვრა მისი და გულის-ცემა. ვინც ღრმად ჰგრძნობს, ვისიც გული არის აღელვებული, იგი ბევრსა ვერა რას იტყვის; ან რათ უნდა ღმერთსა სიტვანი შენნი, ძმაო!...
იხილეთ სრულად
"ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა" (ლუკა 18.13). ბევრს სიტყვას ამბობს იგი; ნაცვლად სიტყვათა ოხვრა მისი და გულის-ცემა. ვინც ღრმად ჰგრძნობს, ვისიც გული არის აღელვებული, იგი ბევრსა ვერა რას იტყვის; ან რათ უნდა ღმერთსა სიტვანი შენნი, ძმაო! ღმერთი ჰხედავს შენს გულს, იგი ჰხედავს, რა გრძნობით მიდიხარ შენ ეკლესიაში. სთქვი შენცა, ძმაო, სიღრმისაგან გულისა შენისა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და ღმერთი მიმხედველი გულისა შენისა სიმდაბლისა და გრძნობისა, გილხენ...
link
ფარისეველმა გრძლად ილოცა, მეზვერემ მხოლოდ ხუთი სიტყვა წარმოსთქვა: ღმერთო, მილხიმე მეცოდვილსა ამას, მაგრამ გამართლებული იგი გამოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ლოცვა მრავალსიტყვაობით, მუხლმოდრეკით, ხელების აღპყრობითა და თუნდაც...
იხილეთ სრულად
ფარისეველმა გრძლად ილოცა, მეზვერემ მხოლოდ ხუთი სიტყვა წარმოსთქვა: ღმერთო, მილხიმე მეცოდვილსა ამას, მაგრამ გამართლებული იგი გამოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ლოცვა მრავალსიტყვაობით, მუხლმოდრეკით, ხელების აღპყრობითა და თუნდაც პირჯვრის წერით არ გამოიხატება. ჭეშმარიტი ლოცვა, უპირველესად, საკუთარი თავის, სულიერი მდგომარეობის შეცნობას გულისხმობს, როცა მისი აზრი და გონება თავისი თავისკენაა მიმართული და გრძნობს რა თავის უღირსებასა და ცოდვილობას, უ...
link
ფარისეველმა გრძლად ილოცა, მეზვერემ მხოლოდ ხუთი სიტყვა წარმოსთქვა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას, მაგრამ გამართლებული იგი გამოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ლოცვა მრავალსიტყვაობით, მუხლმოდრეკით, ხელების აღპყრობითა და თუნდ...
იხილეთ სრულად
ფარისეველმა გრძლად ილოცა, მეზვერემ მხოლოდ ხუთი სიტყვა წარმოსთქვა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას, მაგრამ გამართლებული იგი გამოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ლოცვა მრავალსიტყვაობით, მუხლმოდრეკით, ხელების აღპყრობითა და თუნდაც პირჯვრის წერით არ გამოიხატება. ჭეშმარიტი ლოცვა, უპირველესად, საკუთარი თავის, სულიერი მდგომარეობის შეცნობას გულისხმობს, როცა მისი აზრი და გონება თავისი თავისკენაა მიმართული და გრძნობს რა თავის უღირსებასა და ცოდვილობას,...
link
სახარებაში წერია: "და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყვით... რამეთუ იცის მამამან თქვენმან, რაი-იგი გიხმს თქვენ, ვიდრე თხოვად თქვენდა მისგან. ხოლო თქუენ ესრეთ ილოცვიდეთ: მამაო ჩვენო... " (მთ. 6,7). აქ არის ღმრთის მადლი, ხოლ...
იხილეთ სრულად
სახარებაში წერია: "და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყვით... რამეთუ იცის მამამან თქვენმან, რაი-იგი გიხმს თქვენ, ვიდრე თხოვად თქვენდა მისგან. ხოლო თქუენ ესრეთ ილოცვიდეთ: მამაო ჩვენო... " (მთ. 6,7). აქ არის ღმრთის მადლი, ხოლო რაც წმ. ეკლესიამ მიიღო და შეიტკბო, ის ყველაფერი საყვარელი უნდა იყოს ქრისტიანისათვის. დღესასწაულებს ნუ დაივიწყებ: იყავი თავშეკავებული, ეკლესიაში იარე, გარდა იმ დღეებისა, ავად ხარ, ყველასათვის ილოცე - ამით დიდ სიკეთეს გააკეთებ;...
link
79. რა არის ღვთის სათნომყოფელებში ხანგრძლივი ლოცვის მიზეზი?
იხილეთ სრულად
ღვთის სათნომყოფელთა ხანგრძლივი ლოცვის მიზეზი არის არა მრავლისმეტყველება, არამედ სულიერი განცდის სიმრავლე, რომლებიც მათში იშვება ლოცვის დროს. ამ განცდების სიმრავლითა და ძალით ისპობა, ასე ვთქვათ, დრო, აწ ღმრთის წმინდანებისთვის მარადისობად გარდაქცეული
link
436. როდესაც დიდხანს ვლოცულობ, უნდა გავიმეორო ერთი და იგივე სიტყვები თუ არა?