ლოცვის ჟამს არ გმართებს საკუთარი სიტყვებით ბრძნობა, მაგრამ არც ლოცვით გამთბარი წრფელი გულიდან

ლოცვის ჟამს არ გმართებს საკუთარი სიტყვებით ბრძნობა, მაგრამ არც ლოცვით გამთბარი წრფელი გულიდან ამოსული სიტყვების შეკავება შეიძლება; რამეთუ ხშირად ბავშვური გულუბრყვილობა ესათნოება ზეციურ მამას. ასევე არ შეიძლება ლოცვისას მრავალსიტყვაობა, რამეთუ საღმრთო წერილი თვალნათლივ გვარწმუნებს, რომ მეზვერემაც მოწყალე ჰყო უფალი და ავაზაკიც ცხონდა რწმენით წარმოთქმული რამდენიმე სიტყვით.
 
0