თბება გაციებული სული ღმრთის სიტყვით, ლოცვით, თავმდაბლობით, სინანულით და ღმრთისადმი მადლიერების შეგრძნებით, მიუხედავად გულზე შინაგანი და გარეგანი მოქმედებებით გამოწვეული ცვლილებებისა.

კიევო-პეჩორის ლავრის მღვდელ-მონაზონი ვლადიმერი - ციტატები, ამონარიდები
როცა გვთხოვენ ვილოცთ სხვათა ცხონებისთვის, უარი არ უნდა ვთქვათ, თუნდაც არ გვქონდეს მოპოვებული ლოცვის ნიჭი. რამეთუ ხშირად მას, ვინც გვთხოვს, თავისივე რწმენა გადაარჩენს, თუკი ცდილობს გამოსწორებას.
როგორც გველი ვერ გამოიცვლის ტყავს, თუ ვიწრო ხვრელში არ გაძვრა, ასევე ჩვენც ძველ, ცოდვისადმი მიდრეკილ მანკიერებებს და ძველი ადამიანის ცოდვის სამოსს ვერ გავიძარცვავთ, თუ არ ვივლით მარხვისა და თავდადების გზით.
მე ვიცნობ ბერებს, რომლებიც ახლოს არიან ღმერთთან და ღვთისმშობელთან. უფალი ისე ახლოსაა ჩვენთან; ახლოსაა, ვიდრე ჰაერი, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ. ჰაერი გაივლის ჩვენი სხეულის შიგნით და აღწევს გულამდე, უფალი კი ცხოვრობს ადამიანის თვით გუ... იხილეთ სრულად
ვისაც სურს ღმერთმა შეისმინოს მისი ლოცვა, როდესაც მის წინაშე წარსდგება ხელაღპყრობილი, უწინარეს ყოვლისა, თვით საკუთარი სულისთვის ლოცვის დაწყებამდე, მთელი გულით მტრებისთვის უნდა ილოცოს. ამ სიკეთისთვის ღმერთი შეისმენს მის ვედრებას, თუ... იხილეთ სრულად
დაგვიფაროს ღმერთმა, და თუ ჩვენი ცოდვები ყოველგვარ ზღვარს გადავა, მაშინაც კი არ უნდა ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში და უიმედოდ არ ვიმწუხაროთ, რამეთუ არ არსებობს ცოდვა, რომელიც აღემატება ღმერთის მოწყალებას. ყველა ჩვენი ცოდვა ერთად აღე... იხილეთ სრულად
ბიბლია მორწმუნისთვის არის სული და ცხოვრება. ეკლესიის სწავლება განგვიმარტავს იმას, რასაც წმიდა წერილი შეიცავს; ამიტომ მტკიცედ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი იმაში, რომ ეკლესიის მწყემსთა სწავლება ძალას ღვთიური სიტყვით იძენს. წმიდა წერილი ... იხილეთ სრულად
ნუგეში ზეციური მადლია, მხოლოდ ზეციდან, ზეციური მამულის შორეული სანახებიდან შეიძლება მისი მიღება. ამიტომ მეგობარი კი არ გვცემს ნუგეშს, არამედ ღმერთი გვიგზავნის მეგობარს ნუგეშად, როდესაც მწუხარებაში ვართ, ანდა შეწევნისათვის გაჭირვებ... იხილეთ სრულად
როდესაც ბაგით ლოცულობ, ილოცე გონებითაც, ანუ გონება დაუმორჩილე ლოცვის სიტყვების ძალას. თუ უძლურებით ან მტრის მანქანებით ლოცვის დროს გაგიტაცებს სხვა საგანზე ფიქრი, მაშინ შენი გაუფრთხილებლობის შეცნობისთანავე მხურვალედ ჩაუღრმავდი ლოცვ... იხილეთ სრულად
ლოცვის ჟამს არ გმართებს საკუთარი სიტყვებით ბრძნობა, მაგრამ არც ლოცვით გამთბარი წრფელი გულიდან ამოსული სიტყვების შეკავება შეიძლება; რამეთუ ხშირად ბავშვური გულუბრყვილობა ესათნოება ზეციურ მამას. ასევე არ შეიძლება ლოცვისას მრავალსიტყვ... იხილეთ სრულად