დედაკაცის ხილვისას გონება და გრძნობები უნდა დაიცვა ყოველგვარი უკრძალველი გართობისა და

დედაკაცის ხილვისას გონება და გრძნობები უნდა დაიცვა ყოველგვარი უკრძალველი გართობისა და მოძრაობებისგან, განსაკუთრებით არაფერი თქვა წინდაუხედავად და ისწრაფე განერიდო მათ კრებულს. თუ მოღვაწეს დემონური საცთურით აღძრული წარმოდგენები აცთუნებს, საჭიროა დააცხროს აზრთა კვეთება და მოკრძალებით გადაიწეროს პირჯვარი. ხორციელ და გონებრივ ვნებათაღელვისაგან თავდასაცავად სასარგებლოა ყველაფერში გონივრული ზომიერება; მაგრამ უპირველესი და უპირატესი საშუალებაა ევედრო ყოვლისშემძლე უფალს, რათა დაგიცვას ამ მძვინვარე ვნების თავდასხმისაგან, რამეთუ ადამიანს თავისთავად არ ძალუძს მისი აღმოფხვრა, მაგრამ ჩვენი სურვილისა და ლოცვის შემთხვევაში, ყოვლადმოწყალე ღმერთი ჩაახშობს მის ალს თვისი მადლის მშვიდი მოფენით.
 
თემატური კითხვები
6